FM97.5 / LIVE

გაგრძელდება თუ არა რაბათის რეაბილიტაცია?

მთავარიეკონომიკა 29.07.2013
რაში დაიხარჯება რაბათის განვითარების პროგრამისათვის გაწერილი 32,000 და განხორციელდება თუ არა რაბათის განვითარების მეორე ეტაპი;

გაგრძელდება თუ არა რაბათის რეაბილიტაცია?
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში რაბათის განვითარების პროგრამისათვის 32,000 ლარია გაწერილი, თუმცა, რაში დაიხარჯება აღნიშნული თანხა, ამ ეტაპზე გარკვეული არაა.

როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი გვიხსნის, აღნიშნული თანხა გასული წლის ნაშთია: „გასულ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან დარჩა. შარშან დაგეგმილი იყო მეორე ეტაპის განხორციელებაც და თუ ისევ გაიწერებოდა თანხა რაბათის რეაბილიტაციისთვის, ამ 32,000-ს დაემატებოდა“.

მისი თქმით, თუ რაბათში რაიმე პროექტის განხორციელება დაიგეგმება, აღნიშნული თანხა მისთვის გაიწერება. თუმცა, ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან რაბათის რეაბილიტაციისათვის დაგეგმილი არაფერია. ამ მიმართულებით, პროექტები არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაუგზავნიათ.

სანდროშვილი ამბობს, რომ გასულ წელს რესურსების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციხის რეაბილიტაციისთვის იყო გაწერილი, ამის გამო ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. ამიტომ წელს აქცენტი ქალაქის შიდა გზებსა და სოფლებზე გაკეთდა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მომავალ წელს გაგრძელდეს რაბათის რეაბილიტაცია, სანდროშვილი გვპასუხობს, რომ ამაზე ჯერ პასუხი არ აქვს: „ვერ ვივარაუდებ. ყოველწლიურად ვითარდება ქვეყანა“.

მისივე თქმით, ადგილობრივი სახსრებით ამ ეტაპზე რაბათის რეაბილიტაციისთვის ვერაფერი დაიგეგმება: „თან არჩევნების გამო 4 თვე ბიუეჯტში ცვლილებების შეტანა არ შეგვიძლია“.

რაბათში რესტავრაციის მეორე ეტაპის განხირციელების შესახებ ჯერ-ჯერობით გეგმები არც მთავრობაში აქვთ. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა: „ამ მიამრთლებთ პროექტები ამ ეტაპზე გაწერილი არაა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
რაში დაიხარჯება მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
წელს აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის ნაწილი მოასფალტდება
გამგებლის პასუხები მოსახლეობას
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს