FM97.5 / LIVE

უპრეცედენტო ბიზნეს ისტორიას ახალციხეში ვაჟა ჩიტაშვილი ქველმოქმედებად აფასებს

მთავარიეკონომიკა 28.02.2013
ქველმოქმედება ახალციხის ციხის ასაშენებლად, თუ შიშით გადახდილი ათასები. ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ”ნაციონალებიდან” და ოლქის ყოფილი პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი სოფლებში პრივატიზებული ობიექტების შესახებ საუბრობს.

უპრეცედენტო ბიზნეს ისტორიას ახალციხეში ვაჟა ჩიტაშვილი ქველმოქმედებად აფასებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლი ბესიკ ხითარიშვილი ვარაუდობს, რომ ათამდე სოფელში, ნახევრად დანგრეულ შენობებში, სხვადასხვა ფირმების მიერ გადახდილი მილიონობით ლარი ”ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასწაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

გამგებლის მოსაზრებას ვაჟა ჩიტაშვილი არარეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს წინასაარჩევნოდ პარტიისთვის არანაირი თანხა არ გადაურიცხავს: ”მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფული პარტიის ანგარიშზე ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. ვერ ვხვდები წინასაარჩევნოდ მუნციპალიტეტს ეს თანხა ჩვენთვის რა ფორმით უდნა გადაეხადა?!”

ჩიტაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა რიგ პიროვნებებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში წვლილის შეტანა სურდათ და ეს სწორედ ამ ფრომით, ანუ აუქციონზე გამოტანილი შენობების შეძენით მოახერხა: ”თუ არა სურვილი, მუნიციპალიტეტის განივთარებას შეუწყო ხელი, მაშინ გიჯი უნდა იყო, რომ 100 ლარიანი ქონება 1000 ლარად შეისყიდო. ის, რომ მყიდველს ამის გაკეთება ბიზნესის განვითარებისთვის არ სჭირდებოდა, ფაქტია”.

ჩიტაშვილი ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში მყიდველების მხრიდან ქველმოქმედებას აქვს ადგილი: ”მქონია შემთხვევა მიკროავტობუსში ჯიბის 5 ლარიანი კალენდარი 10 ლარად მიყიდია, იმიტომ კი არა, რომ მჭირდებოდა, არამედ იმიტომ რომ გამყიდველი შემცოდებია. ამ შემთხვევაშიც ორი მიზეზია, ქველმოქმედება, ან შიშის ფაქტორი”.

ის, თუ რატომ შეისყიდეს ფირმებმა მაგალითად 5000 ლარად ღირებული შენობა ნახევარ მილიონ ლარად, ჩიტაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ თავად მყიდველებმა უნდა თქვან: ”წინასარ რომ ვივარაუდო, მუქარას ჰონდა ადგილი, ბოლო-ბოლო პროკურორი ვიყავი და მაშინ ამაზე რეაგირება უნდა მომეხდინა. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი”.

ჩიტაშვილი აცხადებს, რომ მაშინ მუნიციპალური ბიუჯეტის დიდი ნაწილი ახალციხის ციხის მშენებლობაზე იხარჯებოდა, ამდენად ვარაუდობს რომ ეს თანხაც გამოყენებული სწორედ ამ მიმართულებით იქნა.

”ყველაფერს ნათელს გამოძიება გახდის”, - გვითხრა ჩიტაშვილმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჟა ჩიტაშვილი: 'სამწუხაროა, რომ ამ ადგილის აღმდგენი ციხეშია'
ვაჟა ჩიტაშვილი: „თემის და ქალაქის გაერთიანება დადებითად მიმაჩნია“
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
ვაჟა ჩიტაშვილმა ფრაქცია შეიცვალა
ვაჟა ჩიტაშვილი: წყალთბილაში მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ
ახალციხის საკრებულოში ვაჟა ჩიტაშვილი ემანუელ პოზოიანმა ჩაანაცვლა
ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება