FM97.5 / LIVE

სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ვანო მერაბიშვილი რაბათში ობიექტების დაკეტვას უკავშირებს

მთავარიეკონომიკა 27.02.2013
არის თუ არა გარეული ახალი წლის ღამეს, ახალციხის ციხეზე, რესტორან ”მესხურ ოდაში” მომხდარ ჩხუბში მხარის რწმუნებული და რას უკავშირებს სასამართლომდე მისულ დავას ვანო მერაბიშვილი;

პირველი იანვრის ღამეს ახალი წლის აღსანიშნავად მოწყობილი საღამო რესტორან ”მესხურ ოდაში” ჩხუბის გამო ჩაიშალა. რესტორნის მენეჯერს სოფო გორდაძესა და სტუმრად მყოფ ნინო მარტინენკოს შორის მსუბუქი შელაპარაკება ჯერ სიტყვიერ შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ამავე ღამეს საახალწლო ღონისძიებაზე იმყოფებოდა მხარის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ივანე წიკლაური და ასევე აპარატის თანამშრომელი და ახალცხიის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძეც.

როგორც დაზარალებული ნინო მარტინენკო ”სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში ყვება, შელაპარაკება მის ძმას ნიკოლოზ მარტინენკოსა და რესტორნის მენეჯერს სოფო გორდაძეს შორის მოხდა: ”ჩემმა ძმამ მოითხოვა სიმღერა და ამაზე სოფომ შეიგინა. მივედი და ვთხოვე გაჩერებულიყვნენ, რომ ეს ყველაფერი ჩხუბში არ გადაზრდილიყო. როგორც ჩანს, სოფო სხვა რაღაცაზეც იყო გაბრაზებული და ამის თქმის შემდეგ თმებში მწვდა. ატყდა ჩხუბი”.

რესტორანში ჩხუბი 20 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ერთ მხარეს გორდაძე, ლალი გოგუა, ზურაბ გაბადაძე და რომან აფციაური, მეორე მხარეს კი - გელა ძამუნაშვილი და ნინო მარტინენკოს ძმა, ნიკოლოზ მარტინენკო ჩხუბობდნენ.

ახალი წლის ღამეს მომხდარს ახალციხის რაიონული პროკურატურა იძიებს. ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთი ღონისძიების შესახებ პირველი პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 22 თებერვალს ჩატარდა. მხარეებს გირაოს სახით 2000 – 2000 ლარის გადახდა დაეკისრათ. მომავალი პროცესი კი 15 აპრილს გაიამრთება.

მანამდე კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის ”გენერალური მდივანი” ვანო მერაბიშვილი სოციალური ქსელით 'რაბათის კომპლექსში' დახურული ობიექტების თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მერაბიშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ
რესტორან „მესხური ოდის” მენეჯერს სოფო გორდაძეს და 3 მიმტანს პროკურატურა ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებს და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ვანო წიკლაურის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებს.

ზურაბ გაბადაძე, რომელიც „მესხური ოდის” უფროსი მიმტანია ამბობს, რომ მის შემთხვევაში ზეწოლას ადგილი არ ჰქონია: ”მე ნაკლებად ვაინტერესებდი იქ ვინმეს, სოფოს კი დააძალეს, რომ ჩვენება გუბერნატორის წინააღმდეგ მიეცა”.

”სამხრეთის კარიბჭესთან” სატალეფონო საუბარში სოფო გორდაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: ”დიახ ვადასტურებ, რომ ჩემზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი”.

ის, რომ ჩხუბში მხარის გუბერნატორი და ყოფილი გამგებელი ნამდვილად იყვნენ ჩართული, დაზარალებული მარტინენკო და ასევე ნიკოლოზ მარტინენკოსა და გელა ძამუნაშვილის ადვოკატი ბიჭიკო მოდებაძეც ადასტურებს.

”გუბერნატორი ჩვენს წინააღმდეგ ჩხუბობდა”, - ამბობს მარტინენკო და ამატებს, რომ გამოძიების პროცესში მასზე რაიმე ტიპის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

მოდაბაძის თქმით, გამოძიების დასრულებამდე რაიმეს მტკიცება ძნელია, თუმცა, ის რომ წიკლაურისა და დემეტაძის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა მაინც გამოიკვეთება, ეჭვი არ ეპარება.

”ზეწოლაზე საუბარი კარგი იციან! ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების შემთხვევაში არანაირი ზეწოლა არ ყოფილა”, - აცხადებს მოდებაძე.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი მერაბიშვილის განცხადებას ჭორაობას უწოდებს და ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დასრულებამდე კომენტარს პროკურატურაში არ გააკეთებენ: ”ფეისბუქეზე ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას იმიტომ ავრცელებენ, რომ მათ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ. ბუნებრივია, ამ ჭორებს ვერ ავყვებით”.

მომხდარის შესახებ ივანე წიკლაურმა და გელა დემეტრაძემ ”სამხრეთის კარიბჭესთან” კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. დემეტრაძემ მიზეზად მოუცლელობა დაასახელა, წიკლაურმა კი განაცხადა, რომ ამის შესახებ საუბარი არ სურს.

მომავალი სასამართლო პროცესი 15 აპრილს გაიმართება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი: რაბათის დაცარიელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებია

გელა დემეტრაძე: ‘მერაბიშვილი უწინდებურად მხნედ აღარ გამოიყურება’
სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს
აკაკი მაჭუტაძე: საკადრო ცვლილებები უმტკივნეულო იქნება
ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
გუბერნატორი, რომელიც პრესასთან არასდროს გამოჩენილა