FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: რაბათის დაცარიელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებია

მთავარიეკონომიკა 27.02.2013
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის ”გენერალური მდივანი” ვანო მერაბიშვილი სოციალური ქსელით რაბათის კომპლექსში დახურული ობიექტების თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ვანო მერაბიშვილი: რაბათის დაცარიელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებია

მერაბიშვილი წერს, რომ პირველი შთაბეჭდილება რაც „რაბათ“-ის კომპლექსის დათვალიერების შემდეგ დარჩა, იყო განცდა, რომ ადგილი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობა იყო, დღეს ფაქტობრივად „მკვდარ ქალაქად“ არის ქცეული. კომპლექსში მოქმედი ობიექტებიდან (კაფეები, მაღაზიები, ბანკი, აფთიაქი, ღვინის მარანი...) დღეს მხოლოდ ერთი რესტორანი ფუნქციონირებს, რომლის მენეჯერსა და სამ თანამშრომელსაც პროკურატურა ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებს და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ვანო წიკლაურის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებს.

- ’დღეს სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ, ხოლო დახურული ობიექტების წარმომადგენლებს დაკითხვაზე მოუწიათ მისვლა და იმის ახსნა, თუ რატომ სარგებლობდნენ ისინი შეღავათიანი პირობებით, რომლის მიხედვითაც მათ 2013 წლის მაისამდე იჯარის და კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდა არ უწევდათ.

რაც შეეხება ერთადერთ დარჩენილ რესტორანს „მესხური სახლს“, მის მენეჯერს სოფო გორდაძეს და 3 მიმტანს პროკურატურა ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებს და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ვანო წიკლაურის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებს.

ის ფონი, როდესაც პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული ადგილობრივი გამგებლის, გამგეობის თანამშრომლების და რესტორნის მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ და დაიკითხა კომპლექსში მომუშავე სავაჭრო ობიექტების ყველა მენეჯერი, ჩემი აზრით წარმოადგენს „რაბათ“-ის კომპლექსში ობიექტების დახურვისა და ამ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილის ტურისტებისგან დაცარიელების მთავარ მიზეზს”, - წერს ვანო მერაბიშვილი.

რასისხლის სამართლის საქმეზე საუბრობს ვანო მერაბიშვილი. რა მოხდა პირველი იანვრის ღამეს ახალციხის ციხეში ერთ-ერთ რესტორანში, ნამდვილად ფიგურირებენ თუ არა ამ საქმეში ყოფილი გამგებელი და მხარის გუბერნატორი, - დეტალებს ”სამხრეთის კარიბჭე” იკვლევს და მოგვაინებით შემოგთავაზებთ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ
ვანო მერაბიშვილი სასამართლოს ყოველდღე გამართვას ზეწოლად აფასებს