FM97.5 / LIVE

1 აპრილს საშემოსავლოს გადახდის ვადა იწურება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.03.2017
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 აპრილს საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ვადა იწურება.

1 აპრილს საშემოსავლოს გადახდის ვადა იწურება

ფიზიკურმა პირებმა, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია 2017 წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინონ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ გადასახადის გადამხდელს, 2016 წლის განმავლობაში, რაიმე ფორმით, მიღებული აქვს შემოსავალი ან სარგებელი (მაგალითად: ქონების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი, ქონების იჯარით/ქირით გაცემით მიღებული შემოსავალი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ქონების ჩუქებით მიღებული სარგებელი და სხვა), რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადის გადახდა. შესაბამისად, გადამხდელმა 2017 წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ასევე წარადგენენ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ანაზღაურებაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს მიერ გადახდილ ხელფასს იღებენ.

ამასთან, დეკლარირების მიზნით, პირი რეგისტრირებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელად.

ასევე, სსკ-ის 93-ე მუხლის შესაბამისად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენენ 2017 წლის 1 აპრილამდე.
დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდიდან (www.rs.ge), რომლის მომხმარებლად რეგისტრაცია ან პაროლის აღდგენა შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი სერვისცენტრის ან საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის (2 299-299) დახმარებით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირებს აფრთხილებს
კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური
მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ