FM97.5 / LIVE

მესხეთის სახელმწიფო თეატრი სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ გამართავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2020
მესხეთის სახელმწიფო თეატრი პანდემიის პერიოდში პირველ პრემიერას ივლისის ბოლოს გამართავს, სპექტაკლი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში, გაიმართება, მაყურებელთა დასწრება შეზღუდული იქნება.

მესხეთის სახელმწიფო თეატრი სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ გამართავს

ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო თეატრმა დაახლოებით ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა განაახლა. მაყურებელი ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამეს“ პრემიერას იხილავს.

„პრემიერისთვის ვემზადებით, რომელსაც თვის ბოლოს წარვუდგენთ მაყურებელს ღია სივრცეში. თეატრის ტერიტორიაზე ჩატარდება, რადგან სხვაგან ვერ წავიღებთ ინვენტარს და დეკორაციებს, ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული ამდენი ნივთის ტარება. ამიტომ სცენას თეატრის წინ, ან უკანა მხარეს მოვაწყობთ“, – ამბობს მესხეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით ბილეთების ფასი პრემიერებსა და სპექტაკლებზე არ შეიცვლება, ხოლო მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

„პრემიერაზე დასწრება ისევ 5 ლარი ეღირება, ფასებს არ ვცვლით, მაგრამ სკამების რაოდენობა შეზღუდული იქნება დისტანციით, თუ რამდენი სკამის დადებას მოვახერხებთ ჯერ არ ვიცით“, – განმარტა სულუაშვილმა.

მისი თქმით, დასმა სრული შემადგენლობით განაახლა მუშაობა და პირველი პრემიერის შემდეგ, დაგეგმილია სხვა სპექტაკლების ჩვენებაც.

„აგვისტოში დავდგამთ „გაქცევას“, ასევე ვგეგმავთ ძველი სპექტაკლების აღდგენას. ოთხი თვე გაჩერებული ვიყავით, ახლა ვცდილობთ ავინაზღაუროთ“, – აღნიშნა ლია სულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში სპექტაკლების ჩვენება პანდემიის გამო 12 მარტს შეწყდა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყდა
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

რას ჰპირდება მესხეთის თეატრი მაყურებელს აგვისტოში
მესხეთის თეატრის დასი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება