FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სუს–ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 23.03.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ანალიტიკური სამსაუხრის უფროსი ბონდო ლომსაძე დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს.

სამცხე–ჯავახეთში სუს–ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ანალიტიკური სამსაუხრის უფროსი ბონდო ლომსაძე 17 მარტიდან აღნიშნულ პოზიციაზე აღარ მუშაობს.

„კადრების განკარგულებაში გადავიყვანეთ“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ბონდო ლომსაძე წლების განმავლობაში ახალქალაქში მუშაობდა.

„ჩემს გამო გაუშვეს ჩემი ძმა სამსახურიდან. ამ მთავრობის წინააღმდეგ გამოვდივარ ყოველთვის და იმიტომ. სულ მაფრთხილებდა, გაჩუმდი ხმას ნუ იღებ, ამ მთავრობას ვერ მოერევიო“, – ამბობს ბონდო ლომსაძის ძმა გიორგი ლომსაძე.

შეკითხვაზე, რაში გამოიხატებოდა მისი წინააღმდეგობა ამ მთვრობისადმი, გიორგი ლომსაძე გვპასუხობს: „ხშირად ვაშეარებდი ფესიბუქში სამმართველოს თანამშრომლების მანქანებს, არასწორად რომ ჰყავდათ გაჩერებული, მაგალითად, სამმართველოს უფროსის თემურ კალანდაძის მანქანას და მერე კომენტარებსაც ვწერდი“.

გიორგი ლომსაძე სოციალურ ქსელში 11–12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროსაც აქტიურობდა: „ვწერდი, რომ ასეთი მუხტი ყველა ქალაქში მინდა, ამ მთავრობის წინააღმდეგ–მეთქი“.

გიორგი ლომსაძე წლების წინ ჯერ საპატრულო პოლიციაში, შემდეგ კი სამაშველო სამსახურში მუშაობდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბოლოს სამუშაო ადგილი იმის გამო დაატოვებინეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქციაზე იყო: „ვანოს მხარდამჭერ აქციაზე ვიყავი, ფოტოები გადამიღეს. ამის გამო სამაშველოდან გამომიშვეს. მერე „სამხრეთის კარიბჭეს“ ინტერვიუ მივეცი ამის შესახებ და ჩემმა ძამამ ბოლოს მაშინ გამაფრთხილა გაჩუმდიო“.

შეკითხვაზე, რატომ უკავშირებს საკუთარ თავსა და პრესასთან, ან სოციალურ ქსელში აქტიურობას, ბონდო ლომსაძის სამსახურიდან დათხოვას, გიორგი ლომსაძე გვპასუხობს: „ეგ ისეთი სამსახურია, სხვა პრობლემა რომ ყოფილიყო, კი არ გამოუშვებდნენ, დაიჭერდნენ. უშიშროებაში თანამრომლებს ასე მარტივად არ ათავისუფლებენ. მთავრობა რომ შეიცვალა, მაშინაც კი არავინ შეუცვლიათ, რადგან ეს ადამიანები დიდ და მნიშველოვან ინფრომაციას ფლობენ“.

მისი თქმით, ამჟამად მას ძმასთან ურთიერთობა აღარ აქვს: „17მარტს გამოუშვეს სამსახურიდან, ჩემ დაბადების დღეზე. არადა სამი შვილი ჰყავს, უფროსი წელს სკოლას ამთავრებს, პატარა კი მცირეწლოვანია, სახლში მხოლოდ თვითონ მუშაობდა“.

ბონდო ლომსაძე მომხდარზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ საუბრობს, როგორც მან სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, შვებულებაშია და სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ: „ნუ მოუსმენთ ჩემს ძმას, ის პროვოკატორია“.

ბონდო ლომსაძე უშიშროების სამსახურში 10 წელი მუშაობდა. როგორც მისი ძმა აცხადებს, აღნიშნულ უწყებაში იგი 2007 წელს დასაქმდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი ლომსაძე: სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთში გარემოსდაცვის სამმართველოს უფროსი შეიცვალა
ახალციხის N1 ბაგას ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალქალაქში ბაღების გაერთიანების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'
სამცხე-ჯავახეთის სატყეო-სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს