FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადგილობრივებს უვიზო მიმოსვლის წესები გააცნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.03.2017
რა საბუთებია საჭირო უვიზო მიმოსვლისთვის, რა დაბრკოლებები შეიძლება შეგვექმნას და რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე სამოგზაუროდ წასვლას გავდავწყეტთ, – ახალციხელი სტუდენტების, პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

ახალციხეში ადგილობრივებს უვიზო მიმოსვლის წესები გააცნეს
შეხვედრა სტუდენტებთან

დღეს, 22 მარტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პეტრე კანკავამ და ექსპერტმა გოგიტა ღვედიშვილმა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ახალციხეში ორი შეხვედრა გამართეს.

„უვიზო მიმოსვლის შეთანხმება 28 მარტს შედის ძალაში. საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ, შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე ასპირანტ ქვეყნებსა და არაწევრ შენგენის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, სწორი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პეტრე კანკავამ

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მოგზაურობას გეგმავს, იცოდეს რა საბუთებია საჭირო ევროკავშირში უვიზო მომისვლისთვის, რა დაბრკოლებები შეიძლება შეექმნას და რა უნდა გავითვალიწინოს წინასწარ: „ეს არის ქვეყნის წარმატება და შესაბამისად, ყველასთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის სტუდენტებისთვის. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ეს არ ეხება გრძელვადიან სწავლებას და იქ მუშაობას. თუმცა არსებობს გაცვლითი პროგრამები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ 90 დღის ვადაში“.

ახალციხეში ადგილობრივებს უვიზო მიმოსვლის წესები გააცნეს
შეხვედრა ადგიილობირივი თვითმმართველობის წევრებთან

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ადგილობრვებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის კითხვები აქვთ. ასევე აინტერესებთ უცხო ენის არცოდნის შემთხვევაში პრობლემები ხომ არ შეექმნებათ.

„მათ შეუძლიათ საზღვარზე მოითხოვონ თარჯიმანი, არსებობს ცხელი ხაზიც. ყველა ქვეყანაში გვაქვს საკონსულოები. ქვეყანაში არშეშვების შემთხვევაში, მოქალაქეს მისცემენ ფორმას, სადაც ეწერება მიზეზი. ერთხელ არშეშვება არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეუშვებენ. მოქალაქეს ეძლევა შანსი გამოასწოროს ესა თუ ის შეცდომა, მაგალითად, თანხის ან სანდო ჯავშანის არ ქონა“, – განმარტავს პეტრე კანკავა.

მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ მოქალაქეები პატივს სცემენ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეთანხმებას.

„კარგად უნდა ვხვდებოდეთ,რომ ჩვენი დღევანდელი საქციელი, რამდენად კარგად მოვიქცევით და რამდენად ვცემთ პატივს ამ შეთანხმებას არის გარანტია იმისა, რომ არამარტო ის ადამიანები ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, ვინც პირველ ნაკადად გაემგზავრება, არამედ საქართველოს ყველა მოქალქეს შეეძლება მრავალჯერ იმოგზაუროს. მე ვფიქრობ ეს ჩვენი ვალია და არ უნდა დავუკარგოთ ამის საშუალება დანარჩენებს“, – ამბობს პეტრე კანკავა.

შეხვედრა აქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარლებში გაიმართა. კამპანია რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს: საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში, ვიდეო-რგოლებისა და მინი-ფილმების ჩვენებას, კონკურსის "გა-მოხატე ევროპა" მიმდინარეობას. კამპანიის მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, ასევე საქართველოსთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება და ის მთელ საქართველოს მოიცავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ხელი ოფიციალურად მოეწერა
ახალციხეში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ შეხვედრები გაიმართება
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ
უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი  დღეს მოეწერება
უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა, თავშესაფრის მოთხოვნა – დისკუსია ახალციხეში