FM97.5 / LIVE

საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისათვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.03.2017
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ (GRMA), რომელიც საქართველოს ცხრა რეგიონში არსებულ 22 გამოცემას და 19 საინფორმაციო ვებ პორტალს აერთიანებს, საკუთარი გამოცემები თბილისში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით გამართულ გამოფენაზე წარადგინა.

საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისათვის

17 მარტს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ მასშტაბური კონფერენცია და გამოფენა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს რეგიონებიდან 500-მდე დელეგატი დაესწრო.

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ მოიწვიეს ის ადამიანები, ვინც უკვე შეცვალა, ან აპირებს, რომ შეცვალოს რეგიონებში მცხოვრებთა ყოფა უკეთესობისკენ.

ღონისძიების ფასილიტატორი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფს-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ 2008 წლიდან ხელს უწყობს ბაზრის თანასწორ განვითარებას და სოფლად მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების საარსებო წყაროს გაუმჯობესებას. მათთვის თანასწორი შესაძლებლობების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის გაზრდით.

საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისათვის სოფლად და რეგიონებში არსებული საწარმოების სულისჩამდგმელებმა საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია, მოსაზრებები, მოტივაციის წყაროები გაუზიარეს, იმ კონკრეტულ მაგალითებსა და მიღწევებს გაუსვეს ხაზი, რაც სოფლად მცხოვრებთა ყოფას აუმჯობესებს და წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.

ღონისძიებას დაესწრნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სფეროებიდან.

ფოიეში მოწყობილ საგამოფენო სივრცში განთავსებული იყო კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, მრავლფეროვანი ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საგნები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძის და თაფლის პროდუქტები, ქართული მატყლი, რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები, უმსხვილესი ქართული ვეტერინარული საწარმოს პროდუქცია, ბიზნეს საკონსულტაციო ფირმები და სოფლის
მეურნეობის სხვადასხვა ასოციაციები.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ფოტოკონკურსის „ცხოვრება სოფლად“ ფინალისტთა ფოტოებიც.

კონფერენციაზე 8 მთავარ მომხსენებელთა შორის იყვნენ ჰელენ ბრედბერი - განვითარების პროფესიონლი, თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძე - მწერალი, გიორგი ბაქრაძე - ეკონომისტი და სხვები.

საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისათვის როგორც მერსი ქორფსი-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ მედია მენეჯერმა ნონა სამხარაძემ განაცხადა, ღონისძიებაზე მოწვეულმა საჯარო პირებმა და თანამოაზრე ადამიანებმა სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორებიდან, დიდი ქალაქებისა და პატარა სოფლების წარმომადგენლებმა, რომელთათვის მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭების კეთილდღეობა, ისაუბრეს იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი თანასწორობა ჩვენი ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის.

კონფრენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ფოიეში წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა, რომელთა შორის იყო საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მამულაშვილის განცხადებით, ასეთ გამოფენაზე რეგიონული გაზეთების ექსპოზიციის წარმოდგენა იყო პირველი მცდელობა, რომელიც აძლიერებს ასოციაციის როლს უშუალოდ სოფლისა და ქალაქების მცხოვრებთა ინფორმირების მიმართულებით.

„ასოციაციის თითოეული წევრი გამოცემა, რომელიც უტყუარ და ეთიკური სტანდარტებით მომზადებულ პროდუქციას აწვდის ადგილობრივ მოსახლეობას, დიდი წვლილი შეაქვს სოფლისა თუ თემის განვითარებაში.“

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.alcp.ge და SDC-ის ოფიციალურ ვებგვერდს, - www.eeg.ge

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
„საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის“ განცხადება
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
გამოვიდა საგაზეთო ჩაანართის „მედია და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ პირველი ნომერი
რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს
თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება