FM97.5 / LIVE
თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება

თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება

მთავარიეკონომიკა 10.03.2016
მეფუტკრეობის დარგში არსებულ სირთულეებზე, გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველ ფორუმზე, რომლიც გაიმართება 11 მარტს, 11 საათზე, თბილისში, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ“.

თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება

ფორუმი გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ENPARD-ის ფარგლებში. ფორუმის ინიციატორიების არიან ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები: მერსი ქორფსი, „ადამიანი გაჭირვებაში“, ქეა საერთაშორისო და ოქსფამი დიდი ბრიტანეთი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები. ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მეფუტკრეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ფორუმს ოფიციალურლად გახსნიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების, კოოპერატივების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროგრამებს და ინიციატივებს; ასევე მიიღებენ ინფორმაციას არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მეფუტკრეობის კოოპერატივებს სკები გადაეცათ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს [R]
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]
მეფუტკრეებისათვის თაფლის გადამამუშავებელი სახელმწიფო საწარმო აშენდება
ENPARD საქართველოს გრანტები  კოოპერატივებს
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
მიმდინარეობს მეფუტკრეების რეგისტრაცია [R]