FM97.5 / LIVE

სადაო ტერიტორია, სადაც გაზის გამზომი სადგური შენდება

მთავარიეკონომიკა 12.03.2013
ახალციხის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ნაოხრებთან გაზის გამზომი და გამაციებელი სადგურის მშენებლობა იგეგმება

სადაო ტერიტორია, სადაც გაზის გამზომი სადგური შენდება

სამხრეთ კავკასიის გაზსადენი სისტემის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი გაზსადენის პარალელურად 56-კილომეტრიანი სიგრძის მაღალი წნევის ახალი მაგისტრალი შენდება.
სოფელ ნაოხრებთან, არია 80-ის გვერდით კი დაგეგმილია გაზის გამზომი და გამაციებელი ახალი სადგურის მშენებლობა.

სადგურის მშენებლობისთვი 6-ჰექტარი მიწის ნაკვეთია გამოყოფილი. ტერიტორია წლებია პერნამენტული დავის საგნადაა ქცეული. სადაო ტერიტორიის ნაწილი მოქალაქეებზეა რეგისტრირებული ნაწილი კი სახელმწიფოს ტერიტორიაა.

მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ტერიტორია, სადაც სადგურის მშენებლობა იგეგმება მათი საკუთრებაა და სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვს.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ სადაო ტერიტორია ნაოხრების მოსახლეობას ეკუთვნოდა და ეს საარქივო ცნიობებითაც დასტურდება, თუმცა ასევე აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი სარეგისტრაციო სააგენტოს მიერ სახელმწიფოს ბალანსზეა რეგისტრირებული.

- ”სასოფლო სამეურნეო რეფორმის ჩატარების შემდეგ ეს ტერიტორია ნამდვილად გადანაწილდა ნაოხრების მოსახლოებაზე, მაგრამ ფაქტობრივად ვეღარ ფლობენ, პირველი ისტანციების სასამართლოებმა მიწა მოსახლეობას მიაკუთვნეს,თუმცა სააპელაციო სასამართლოებზე, ვფიქრობთ არასწორი ჩარევებით კვლავ გააუქმეს. 7 სასამართლო პროცესი მოიგო ამ ხალხმა და ამავე დროს მაინც იბლოკებოდა საპელაციო სასამართლოში იმ მოტივაციით, რომ ეკონომიკის სამინიტროს იმ დროინდელმა მესვევურებმა მხარი არ დაუჭირეს პროექტს და ისარგებლეს იმით, რომ მოქალაქეებმა ვერ დაიცვეს თავი სათანადოდ”, - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ავთანდილ თელიაშვილმა.

საკითხით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამშენებლო ორგანიზაციათა კუთხით დაინტერესდა. წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გასულ კვირას გამოუგზავნა.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ პროექტს მხარს დაუჭერენ, თუმცა მოსახლეობის უფლებების გათვალიწინება აუცილებლად უნდა მოხდეს.

- ”მზად ვართ, რომ პროექტს მხარი დავუჭიროთ და დაიწყოს მშენებლობა, მაგრამ კომპანიას მივცემთ რეკომენდაციას რათა დეტალურად შეისწავლოს და არ დაარღვიოს მოქალაქეთა უფლებები საკომპენსაციო მიმართულებით”,-განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ავთანდილ თელიაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ
სხვილისელები სოფლიდან „ჯეოსელის“ ანძის გატანას ითხოვენ
ახალციხეში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი გაორმაგდა
წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ
მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე
საპროტესტო აქცია ვალეში
13 ოჯახის და საპატრიარქოს დავა სათიბებისთვის