FM97.5 / LIVE

სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.02.2013
ამორტიზებული შენობა, მოძველებული ინსტრუმენტები, ჩამსხვრეული მინები და მეორე სართულზე ასასვლელი სახანძრო კიბე, - აწყურის სამუსიკო სკოლის პრობლემები.

სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლაში 71 ბავშვი სწავლობს. აქ მოსწავლეები და მასწავლებლები ახლომდებარე სოფლებიდანაც დადიან.

სკოლის დირექტორის ლელი კუპრაძის თქმით, აწყურის სამუსიკო სკოლა ხუთ სოფელს, ტყემლანას, საყუნეთს, ზიკილიას, აგარასა და გიორგიწმინდას ემსახურება. თუმცა, უკვე ორი წელია რაც ტყემლანაში მცხოვრები ბავშვები აწყურში ვეღარ დადიან, რადგან სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტი აღარ მოძრაობს.

სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად სამუსიკო სკოლაში ამბობენ, რომ დაინტერესება დიდია, მაგრამ ბავშვებს სწავლის გადასახადის გადახდა უჭირთ. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გადასახადი თვეში 18 ლარია, ხოლო მეოთხე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის 15 ლარს იხდიან. 71 მოსწავლიდან 45 გარკვეული შეღავათებით სარგებლობს.

”ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხუთი კატეგორიის მოსწავლეებს აფინანსებს. ასპროცენტიანი შეღავათით მრავალშვილიანი ოჯახების, აფხაზეთის ომის მონაწილე, პირველი ჯგუფის ინვალიდი, მარჩენალდაკარგული და იძულებით გადაადგილებული ოჯახების წარმომადგენლები სარგებლობენ”, - განმარტავს სამუსიკო სკოლის დირექტორი ლელი კუპრაძე.

აწყურის სამუსიკო სკოლა გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიხსნა. ინსტრუმენტები, რომელიც იმ პერიოდში ახალციხიდან ჩამოიტანეს, ახლა უკვე მოძველებულია. შენობაში, რომელიც ამორტიზებულია, ექვსი კაბინეტი, სამასწავლებლო და ერთი დარბაზია. სახურავი შესაცვლელია და წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის. პირველ სართულზე რიტუალების სახლია გაკეთებული, რის გამოც ცენტრალური კიბე, რომელიც შენობაში არსებობდა გაუქმებულია. ამიტომ, მეორე სართულზე ასასვლელად მოსწავლეები შენობის გარეთ არსებულ სახანძრო (რკინის) კიბით სარგებლობენ. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზამთარში ამ კიბით სიარული განსაკუთრებით საშიშია. სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად

”სოფელს პირველ რიგში სჭირდებოდა წყალი, გზა და სხვა ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამიტომ, არასოდეს მითქვამს, რომ პირველ რიგში ეს პრობლემა მოეგვარებინათ. გვპირდებიან, თუკი საშუალება ექნებათ, აუცილებლად გააკეთებენ”, - ამბობს აწყურის სამუსიკო სკოლის დირექტორი.

სკოლა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. პედაგოგების საშუალო ხელფასი ამ ეტაპზე 150 ლარია.

”ეს სკოლა ჩვენთვის ყველაფერია, 25 წელია რაც ამ სკოლაში ვმუშაობ და ჩემი სოფლიდან სკოლამდე ოთხი კილომეტრის გავლა ფეხით მიწევს. როცა უტრანსპორტობა იყო, მაშინ შვიდი კილომეტრი ვიარე ფეხით. წინუბნიდან აწურამდე ფეხით ჩამოვდიოდი”, - ამბობს აწყურის სამუსიკო სკოლის პედაგოგი ლია სებისკვერაძე.

მაყვალა ელიოსიძეს, რომელიც აწყურის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის, ამჟამად ცხრა მოსწავლე ჰყავს. მისი თქმით, ბავშვების მხრიდან დაინტერესება მაღალია: ”კონცერტებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში ხშირად ვმონაწილეობთ. მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი შრომა ამ ბავშვების მომზადებაში ჩავდო და ეს მუშაობა მოსწავლეებმა კონცერტზე გამოაჩინონ”.

აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე ამბობს, რომ სკოლაში ყველაფერი მოსაწესრიგებელია. ყველაზე დიდი პრობლემა კი შენობის კიბეა. მისი თქმით, პრობლემების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქმის კურსშია.

”ველაპარაკე კულტურის განყოფილების უფროსს, კახა კოპაძეს და ეს პრობლემა პრიორიტეტებშიც მაქვს ჩასმული. კახა კოპაძე ალბათ ჩამოვა და ადგილზე გაეცნობა რა მდგომარეობაა სკოლაში, - ამბობს შუქრი გოგოლაძე და ამატებს, რომ თუ სამუსიკო სკოლას რემონტი ჩაუტარდება, ბავშვების რაოდენობა გაიზრდება, - ახლა თუ 71 ბავშვი სწავლობს, დარწმუნებული ვარ, რომ მერე მათი რაოდენობა 100 მოსწავლემდე მაინც გაიზრდება”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს ორი თვის ხელფასი არ მიუღიათ
სამუსიკო სკოლის დირექტორი: ‘ბავშვს ქოლგა უნდა ეჭიროს, რომ გაკვეთილი ჩაუტარო’
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ