FM97.5 / LIVE

სამუსიკო სკოლის დირექტორი: ‘ბავშვს ქოლგა უნდა ეჭიროს, რომ გაკვეთილი ჩაუტარო’

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 18.11.2016
ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორის ცისანა ახვლედიანის განმარტებით, ახალციხის სამუსკო სკოლა ავარიულია, შენობაში წყალი ჩადის და ინვენტარი ზიანდება; არსებობს საფრთხე, რომ სკოლაში, საკონცერტო დარბაზში არსებული როიალებიც დაზიანდეს.

სამუსიკო სკოლის დირექტორი: ‘ბავშვს ქოლგა უნდა ეჭიროს, რომ გაკვეთილი ჩაუტარო’
დღეს, 18 ნოემბერს, ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ადგილობრივ თვითმმართველობას ანგარიში წარუდგინა და ავარიული შენობის რემონტთან დაკავშირებით დახმარება ითხოვა;

ცისანა ახვლედიანმა სკოლის მუშაობისა და წარმატებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში არსებულ სამუსიკო სასწავლებლებს შორის ახალციხის სკოლა ერთ–ერთი მოწინავეა, თუმცა ფინანსური სიმწირის გამო ხშირად მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობას ვერ იღებენ, მიწვევის შემთხვევაში კი კონცერტებზე ვერ მიდიან.

„9 მოსწავლე გვყავდა შარშან მარმარისში და ვერ გავუშვით, შემდეგ კიდევ ბაქოში. იქნებ შეიტანოთ ცვლილება ბიუეჯტში და რაღაცა თანხა გამოინახოთ სამომავლოდ ამისთვის“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ახვლედიანმა.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა თვითმმართველობის წინაშე სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაც ითხოვა: „დღეს დილით რომ შემოსულიყავით სკოლაში, იატაკები სველი იყო. ჭერიდან წყალი ჩამოდის და ორი როიალი უკვე გამიფუჭდა. ახლა საკონცერტო დარბაზში რომ როიალები მიდგას, მეშინია წყალმა ისინიც არ გააფუჭოს. ბავშვს ქოლგა უნდა ეჭიროს, რომ გაკვეთილი ჩაუტარო. ქვებიც ცვივა ჭერიდან“.
დეპუტატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ არსებული ვითარების შესახებ იციან.

„ყველა შეკრებაზე ვაყენებ ამ საკითხს და მეუბნებით, ვიცითო. რომ იცით, გასაგებია, მაგრამ მხოლოდ ცოდნა საქმეს ვერ შველის“, – უპასუხა ახვლედიანმა.

როგორც სხდომაზე მერის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ილია ზარდიაშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურის სამსახურს სამუსიკო სკოლის სახურავის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები უკვე მზად აქვს და მალე შესყიდვების სამსახური ტენდერს გამოაცხადებს.
„არა მარტო სახურავი, მთელი შენობა ავარიულია, იქნებ მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანი შენობის რემონტი გაითვალისწინოთ“, – მიმართა დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ქალაქის ახალ მერს ვლადიმერ ზედგინიძეს.

ზედგინიძს თქმით, შენობა ისტორიულია, ის წლების წინ ორბელიანების სასახლე იყო და ამიტომ მისი რესტავრირებისას კულტურის სამინისტროს ჩართვაც დასჭირდებათ.

ახალციხის სამუსიკო სკოლა 60 წლისაა, აქ 200–მდე მოსწავლე სწავლობს და მათ 40 თანამშრომელი ემსახურება;

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა
ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ