FM97.5 / LIVE

“რუსთავი 2”–მა აქციის დაწყებასთან ერთად მაუწყებლობაც განაახლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2017
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტელეკომანია „რუსთავი 2“–ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ამის პარალელურად არხმა მაუწყებლობაც განაახლა და პირდაპირ ტრანსლიაციას ახორციელებს.

“რუსთავი 2”–მა აქციის დაწყებასთან ერთად მაუწყებლობაც განაახლა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია 15:00 საათისათვის დაიწყო. ამავე პერიოდიდან, არხმა პროტესტის ნიშნად შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა. იგი „მარაოსთან“ და “COMEDY არხთან” ერთად, აქციის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტები მიმართავენ.

„ამ წუთიდან რუსთავი2 ისევ ჩაირთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არხი აღარ უნდა გამოირთოს,დღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას“–განაცხადა აქციაზე მიმართვისას, „რუსთავი2“-ის გენერალური დირექოტირს პირველმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა.

აქციას ასევე, თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც პარლამენტის შენობამდე, ვარდების მოედნიდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაში სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც მონაწილეობენ.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“–ის მხარდამჭერ აქციას, სამცხე–ჯავახეთიც შეუერთდა.დილიდან დედაქალაქში „ევროპულის საქართველოს", ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ 500–მდე მხარდამჭერი გაემგზავრა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
ტელეკომპანია ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო
დღეს თბილისში „რუსთავი2“-ის მხარდასაჭერად აქცია-კონცერტი გაიმართება
კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ