FM97.5 / LIVE

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
რუსთაველის გამზირზე დღეს, 21 ივნისს, დილის 8:00 საათიდან საავატომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ კიბესთან, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მხოლოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველზე ასევე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში აღარ იმყოფებიან. მათი ნაწილი სამართალდამცველებმა დააკავეს, ნაწილი კი - გაიქცა.

მანამდე აქციის მონაწილეები რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდნენ, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევში და მიმდებარე ქუჩებზე.

ბოლო შეტაკება მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დილით მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს სადარბაზოებში და კორპუსების ეზოებში ეძებდა და აკავებდა.

რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოყვანილ იქნა სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას გეგმავენ
პარლამენტთან აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავარ პროკურორად მათ მიერ შერჩეული პირი დაინიშნოს
აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მისამართით ფოიერვერკები ისროლეს [ვიდეო]