FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია აუქციონზე ოთხ ობიექტს გაიტანს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.02.2017
ძვირია თუ არა აუქციონზე გასატანად მიწისთვის განსაზღვრული საფასური. ახალციხის მერია რუსთაველის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ მიწის ნაკვეთს ყიდის.

ახალციხის მერია აუქციონზე ოთხ ობიექტს გაიტანს

ახალციხის მერია აუქციონის წესით ოთხ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს. ოთხივე ფართობის მოცულობა 600–600 კვადრატული მეტრია. თითო კვადრატული მეტრის ღირებულება კი 20 ლარია.

მერიამ საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების პრივატიზების გეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად 16 თებერვალს, სხდომაზე წარუდგინა.

საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ 20 ლარი კვადრატულ მეტრში ისეთ ადგილზე, როგორიც ახალციხის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაა, ძვირია.

„იქ არაფერი არ არის. რატომ გადაიხდიან ამდენს?! ცოტასაც დაამატებენ და ქალაქის ცენტრში ბინას შეიძენენ“, – ამბობს დეპუტატი ‘ქართული ოცნებიდან’ ამბარცუმ ბაბიოანი.

„ქალაქის ცენტრშიც და გარე უბანშიც 20 ლარი მიწა არ უნდა ღირდეს“, – ამბობს დეპუტატი ,ქართული ოცნებიდან’ გელა პეტაშვილი.
მას ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე: „ვფიქრობ, რომ ძვირია, საინტერესოა თანხის ოდენობა რა კრიტერიუმებით განსაზღვრეს“.

როგორც ახალციხის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი აცხადებს, თანხის ოდენობა გასულ წელს აუდიტმა განსაზღვრა: „ამისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და აუდიტი ისე შეარჩია“.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ახალციხის საკრებულომ მერიის გეგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

„ალბათ მერია ფიქრობს, რომ რაც მეტად გაყიდის მიწას, მით უკეთესია. ჩვენ მხარი დავუჭიროთ, რომ გაყიდოს ეს მიწები“, – მიმართა სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
ახალციხის საკრებულო ქალაქ ვალეში მდებარე ნაკვეთს აუქციონზე ყიდის
ახალციხის საკრებულოში დეპუტატების ხელფასის ოდენობა განსაზღვრეს
ახალციხის მერიაში ‘ქამრების შემოჭერა’ დაიწყეს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა