FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში ‘ქამრების შემოჭერა’ დაიწყეს

მთავარიეკონომიკა 15.04.2015
ქალაქ ახალციხის მერია, ‘ქამრების შემოჭერის’ მიზნით, ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს, საკრებულოს ოპოზიცია კი მერიის ამ ნაბიჯს არასერიოზულს უწოდებს.

ახალციხის მერიაში ‘ქამრების შემოჭერა’ დაიწყეს

ქალაქ ახალციხის მერია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ მერიაში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა დღეს, 15 აპრილს გაიმართა.

საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ნასყიდაშვილის თქმით, „ქამრების შემოჭერის“ მიზნით, მერია საწვავის, სამეურნეო ნივთების, კომუნალურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებას გეგმავს.

„მთავრობის სხდომაზე იყო საუბარი „ქამრების შემოჭერაზე“ ჩვენც გადავხედეთ ბიუჯეტს და არის იმის საშუალება, რომ თანხები დავზოგოთ“, – ამბობს შოთა ნასყიდაშვილი.

მერიამ საწვავის ხარჯი 8.000 ლარით შეამცირა. საწვავზე 55.400 ლარის ნაცვლად 47 400 ლარი დაიხარჯება. სამეურნეო ნივთების ხარჯები კი 600 ლარით შემცირდა და 4.500 ლარის ნაცვლად 3.900 ლარი დაიხარჯება.

5.000 ლარით შემცირდა ინტერნეტის ხარჯი, წარმომადგენლობითი ხარჯები კი 8.000 ლარით შემცირდა და 103.810 ლარის ნაცვლად 95 810 ლარი დაიხარჯება.

როგორც შოთა ნასყიდაშვილი ამბობს, საერთო ჯამში, მერიამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით 33.000 ლარი დაზოგა.
საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის 6 წევრიდან სხდომას 5 ესწრებოდა და ხუთივემ აღნიშნულ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ფიქრობს, რომ მერიის ეს ნაბიჯი არასერიოზულია. ქალაქ ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის წევრი მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ მერიას არასწორი საკადრო პოლიტიკა აქვს: „მერიის მიერ „ქამრების შემოჭერის“ პრინციპი არასერიოზულად მიმაჩნია, აქ საუბარია მხოლოდ 33.000 ლარზე. თანხების დაზოგვა სხვაგვარადაც შეიძლება. მერს ჰყავს ორი მოადგილე და 4 თანაშემწე, მათ ხელფასი კი 1 500 ლარზე ნაკლები არ არის. მათი ანაზღაურება, რომ გაამრავლო 12 თვეზე... წარმოიდგინეთ რამხელა ეკონომია გაკეთდება“.

საფინანსო – საბიუჯეტი კომისია აღნიშნულ საკითხებს ჯერ ბიუროს წარუდგენს, რის შემდეგაც საკითხები დასამტკიცებლად უკვე საკრებულოს სხდომაზე გავა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
კვირის აქცენტი: დაზოგილი 33.000 და პრემიად გაცემული 70.000–მდე ლარი –'ქამრების შემოჭერა' მერიაში [Video]
შალვა გოგოლაძე მერიისგან 4.500 ლარის მიღებას ამ დრომდე ელოდება
მეტი იჯარა დ ნაკლები აპარატი
ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა
ახალციხის მერია აუქციონზე ოთხ ობიექტს გაიტანს
ახალქალაქის მერია საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსს კონკურსით შეარჩევს