FM97.5 / LIVE

სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2017
სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე სარქისს იხსენიებს და სურბ სარქისობას აღნიშავს, რაც სომეხი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.

სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video]

სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა. სურბ სარქისობას წინ 5–დღიანი მარხვა უძღვის, დღესასწაულის წინა ღამით კი ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ და სიზმარში საქმროს ან საპატარძლოს გამოეცხადებას ელდებიან.

სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video] 23 წლის არმენუი მანველიანმა, გუშინ, ღამით, მარილიანი კვერი შეჭამა და საბედოს ნახვის მოლოდინით დაიძინა. ამბობს, რომ სურბ სარქისის დღესასწაული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დღისთვის მზადება ერთი თვით ადრე დაიწყო: „ასე გვჯერა, რომ სურბ სარქისი, იგივე წმინდა სარქისი ჩამოდის, ანუ ჩვენთან მოდის ორშაბათს და შაბათს მიდის. ამ დღეებში ველოდებით თოვლს და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სიზმრებს. ერთმანეთს ვეკითხებით, – რა ნახე? ვინ დაგესიზმრა?“

სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video] სომეხი ხალხის ტრადიციის მიხედვით, წმინდა სარქისის დღესასწაულის პერიოდში, დასაქორწინებელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მომავალი მეუღლე სიზმარში ნახონ.

თუმცა ამისათვის მათ მლაშე კვერი უნდა შეჭამონ, რომელიც ფქვილისგან, წყლისგან და შედარებით მეტი მარილისგან მზადდება. მას დასაქორწინებელი ახალგაზრდები დაძინებამდე ჭამენ და სურვილის მიუხედავად, მათთვის წყლის დალევა არ შეიძლება.

„ყოველ წელს, რამდენიმე წელია, სიზმარში ვხედავ თეთრ მანქანას და კიდევ ვიღაცას, რომელიც ზურგით დგას. ვერაფრით ვერ დავინახე სახე. მეუბნებიან, რომ შეიძლება დრო არ არის ჯერ შენი დაქორწინების და ამიტომ სახეს ვერ ხედავო“, – ამბობს არმენუი.

სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video] სურბ სარქისი მოძრავი დღესასწაულია. წელს იგი 5 თებერვალს დაიწყო და ტრადიციულად ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე, სომეხი ეროვნების მორწმუნეები, ტრადიციულად, მარხვას იცავდნენ.

გარდა მარილიანი კვერებისა, არმენუი მანველიანი ამბობს, რომ სურბ სარქისს სხვა ტრადიციებიც უკავშირდება. ერთ–ერთი მათგანი ხელზე ძაფის შებმაა.

„უცნობს უნდა გააკეთებინო ძაფზე სამი კვანძი, შემდეგ ხელზე უნდა შეგაბას. ერთი კვირა უნდა ატარო ასე, შაბათს კი ეკლესიაში ისევ უცნობმა უნდა მოგხსნას და რომელიმე სახელის პირველი ასო გითხრას“, – ამბობს არმენუი.

ამ დღეს სომხურ ოჯახებში მოხალული ფქვილისგან ფოხინდიც მზადდება, რომელსაც სახლის კარის ზღურბლზე დგამენ. ხალხური გადმოცემის თანახმად, ბედნიერების ნიშნად, ღამით ფოხინდზე ნალის კვალი უნდა დატოვოს წმინდა მხედართმთავარი სარქისის ცხენმა.

სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video] სურბ სარქისი, იგივე წმინდა სარქისი, წარმოშობით ბერძენი იყო. იმპერატორმა კონსტანტინემ მას მხედართმთავრის წოდება მიანიჭა. თავისი ცხოვრებით ის ქრისტიანობას ქადაგებდა. როდესაც დაიწყო ქრისტიანების დევნა, სუბსარქისი სომხეთში, იქიდან კი სპარსეთში გადავიდა, სადაც შეიპყრეს, დილეგში ჩააგდეს და სტანჯავდნენ.

გადმოცემის მიხედვით, ამ პერიოდში მას უფალი ეხმარეობდა. როცა შემპყრობლებმა დაინახეს, რომ იგი ღვთის წყალობით გაძლიერდა, სარქისი მოედანზე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. სწავლების მიხედვით, სურბ სარქისის მკვდარი სხეული განათდა და სურნელებას აფრქვევდა.

სომხურ ეკლესიაში ამბობენ, რომ მე–7 საუკუნემდე წმინდა სარქისის დღესასწაულს სომხური წესის მართლამდიდებელი და კათოლიკე ეკლესიები ერთობლივად აღნიშნავდნენ, ახლა კი იგი მხოლოდ სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიაში შემორჩა.

სომეხი ერი სურბ სარქისის დღესასწაულს აღნიშნავს [Photo/Video] თუმცა სასულიერო პირები მარილიანი კვერების ტრადიციას არ ცნობენ და ამბობენ, რომ იგი წელიწადის პირველ ხუთ დღიან მარხვას უკავშირდება, რომლის დროსაც მორწმუნეები პურითა და მარილით იკვებებოდნენ.

მიუხედავად ამისა, 10 თებერვალს ახალციხის გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური ეკლესიაში მოძღვარმა მარილიანი კვერები თავად მიიტანა. მამა თორგომ ვართანიანი ამბობს, მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ხალხში ტრადიციების წაშლა ძალიან რთულია.


მამა თორგომ ვარტანიანი

ხალხში დამკვიდრებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წმინდა სარქისს სიყვარულის მფარველად მიიჩნევენ, ძველ ისტორიას უკავშირდება.
ლეგენდის მიხედვით, ღარიბ ვაჟს მდიდარი მოვაჭრის ქალიშვილი შეუყვარდა. რადგან ვაჟი ღარიბი იყო, გოგონა ვერ გათხოვდა მასზე, თუმცა დაჰპირდა, რომ შვიდი წელი არ გათხოვდებოდა. ახალგაზრდებმა პირობა დადეს, რომ ერთ, კონკრეტულ დღეს შეხვდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოგო იმას გაჰყვებოდა ცოლად, ვისაც მამა ურჩევდა.

ვაჟი სხვა ქვეყანაში გასამდიდრებლად წავიდა. შვიდი წელი ტანჯვასა და მონატრებაში გაატარა, დათქმულ დღეს კი გოგოსთან შესახვედრად წავიდა. გზაში ბევრი პრობლემა შეექმნა, დათქმული დღე კი იწურებოდა, ამიტომ მან სურბ სარქისს განსაცდელების თავიდან აცილება და დახმარება სთხოვა.

ხალხური გადმოცემის მიხედვით, წმინდა სარქისი ვაჟთან ცხენზე ამხედრებული მივიდა და დაეხმარა სწრაფად მისულიყო საცოლესთან. გოგონას მშობლები მათ ქორწინებას დასთანხმდნენ. სწორედ აქედან მოდის რწმენა, რომ წმინდა სარქისი ყველა შეყვარებული წყვილის მფარველია.



[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხუთდღიანი მარხვა, მარილის კვერები და მოხალული ფქვილი - სურბ სარქისი დაიწყო
საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]
სომხუმა თემმა საძელში სურბ სარქისის დღესასწაული იზეიმა [ვიდეო]
სურბ სარქისობის აღსანიშნავად ახალციხეში საზეიმო მსვლელობა მოეწყო [Video]
ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის სააგენტოს მილოცვა სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიას
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს