FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს ანგარიში ხალხს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.02.2017
ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას 2016 წლის ანგარიში ჩააბარა. რა ეამაყება დავით ლომიძეს და რა გაკეთდა გასულ წელს ახალციხეში.

ახალციხის საკრებულოს ანგარიში ხალხს

დღეს, 8 თებერვალს, ქალაქ ახალციხის საკრებულოს ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები არასამთავრობო სექტორს, მოსახლეობასა და ახალშექმნილი საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, შეკრებილებს, გასულ წელს თვითმმართველობის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში ჩააბარა.

მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი 7.774.000 ლარიდან 12.750.000 ლარამდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5.121.183 ლარი დაიხარჯა, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 272 925 ლარი, რაც 2015 წელთან შედარებით ნახევარი მილიონით მეტია .
„2016 წელს 6 262 მეტრი შიდა საავტომობილო გზა მოასფალტდა. 12 364 მეტრიასფალტი დაიგო კორპუსების ეზოებში“, – განაცხადა დავით ლომიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 2016 წელს კერძო ინვესტიციების სახით ახალციხეში 14 475 000 ლაზე მეტი ჩაიდო. აღნიშნული თანხით ქალაქში შენდება სასტუმროები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალციხის რეფერალურ სააავადმყოფოს.

ახალციხის მერიაში სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფციარების რაოდენობა კი 14%–ით გაიზარდა.

„ჯანდაცვის პროგრამას დაემატა ახალი სერვისები, რომელიც 2015 წელს არ იყო. როგორიცაა თვალის დაავადებათა მკურნალობა, c ჰეპატიტის,ფარისებრი ჯირკვლის, და მკერდის კიბოს გამოკვლევები და ა.შ. ასევე გაიზარდა სხვადასხვა გამოკვლევების ჩასატარებლად თანხები“, – განაცხადა შეხვედრაზე დავით ლომიძემ.

მისივე თქმით, ქალაქ ახალციხის ცნობადობის გაზრდის მიზნით და ტურისტების მოსაზიდად, 2016 წელს დაიბეჭდა ტურისტული ბუკლეტები, ახალციხის რუკა, საიმიჯო ბროშურები და ბანერები. ასევე კულტურის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც ქალაქ სტამბოლში გაიმართა. აღნიშნულმა სამსახურმა ასევე გადაიღო ტურისტული ვიდეორგოლი, სადაც ასახულია ქალაქის ტურისტული პოტენციალი, მესხური სამზარეულო და ისტორიულ–კულტურული ძეგლები.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წელს ახალციხეს 137 633 ვიზიტორი ეწვია, ეს ციფრი, 2015 წელთან შედარებით, 18%–ით გაიზარდა.

„ქალაქში 24 სასტუმროა. სეზონის დროს ყოველდღიურად 600–დან 800–მდე ტურისტი რჩებოდა“, – განაცხადა დავით ლომიძემ.
საკრებულოს თავმდჯომარე ყველაზე წარმატებულ პროექტად საკრებულოსთან საზოგადოებრივ დარბაზს ასახელებს, რომელიც ახალი შექმნილია და 50 პირია გაწევრიანებული.

დაახლოებით 20 წუთიანი გამოსვლის დასრულებისას, დავით ლომიძემ განაცხადა, რომ ქალაქში კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი: „აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად და მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ბევრი პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი“.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის საკრებულოს გაფართოებული სხდომა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა. ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ლომიძეს ეკუთვნის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
რას გეგმავს ახალციხის საკრებულო მოქალაქეების ჩართულობის გასაუმჯობესებლად
ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ქალაქ  ახალციხის ბიუჯეტის პირველი კვარტალი  94% პროცენტით შესრულდა
ახალციხის საკრებულომ საზოგადოებრივი დარბაზი ჩამოაყალიბა
კუთვნილი ულუფა სახლში მიტანით