FM97.5 / LIVE

EMC: მოხეს სკოლაში მოსწავლეების დისკრიმინაცია გრძელდება

მთავარისიახლე 08.02.2017
მოხეს სკოლის მოსწავლეების განცხადებით, მას შემდეგ რაც მათ პროტესტი გამოხატეს, დირექტორი მათ მიმართ დასჯის სხვადასხვა მეთოდს იყენებს.

EMC: მოხეს სკოლაში მოსწავლეების დისკრიმინაცია გრძელდება
ამის შესახებ განცხადებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს. აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მოხეს სკოლის მოსწავლეებმა თეონა ბერიძის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი თქვეს, დირექტორმა მათ მიმართ დასჯის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა.

განცხადებას „სამხრეთის კარიბჭე“ უცვლელად გთავაზობთ:

EMC-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში მოსწავლეები უთითებენ, რომ დირექტორმა პროტესტის შემდეგ მე-12 კლასთან ჩატარებულ პირველივე გაკვეთილზე ხაზი გაუსვა თეონა ბერიძესთვის საგანგებო გამოცდის დანიშვნის საჭიროებაზე (რაც, მათ შორის, დასტურდება გაკვეთილზე ჩაწერილი აუდიო-ჩანაწერით); დირექტორმა პროტესტზე პასუხად მოსწავლეები გააფრთხილა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მათ სასამართლოს წინაშე მოუწევდათ პასუხის გაცემა (აღნიშნული გარემოება, ასევე დასტურდება აუდიო-ჩანაწერით). მოსწავლეების განცხადებით, მეორე სემესტრის პირობებში დირექტორის ქცევამ სადამსჯელო ხასიათი კვლავ შეინარჩუნა: სკოლის დირექტორმა მოსწავლეების მიერ გამოხატული პროტესტის საპასუხოდ მასწავლებლებს, რომლებიც მე-12 კლასის მოსწავლეებს სავალდებულო გაკვეთილის დამთავრების შემდეგ სკოლის შენობაში უსასყიდლოდ ამზადებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასეთი საქმიანობა აუკრძალა. ამასთან, დირექტორმა ოქროს მედლის კანდიდატ რამდენიმე მოსწავლეს განუცხადა, რომ მათ მიერ სკოლის ოქროს მედლით დასრულება ეჭვქვეშ დგებოდა, რადგან პროტესტის მიმდინარეობის დროს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მათ ინგლისურის ტესტი სკოლის წინ ეზოში აწერინა, რაც ნაწერის ნამდვილობას საეჭვოს ხდიდა; ახალი სემესტრის დაწყების შემდგომ სხვა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს სკოლის ავტობუსის მოსვლამდე დირექტორი საკლასო ოთახებში დაცდის საშუალებას აღარ აძლევს და ბევრ მათგანს სიცივეში, დერეფანში უწევს დაცდა. როგორც მოსწავლეები უთითებენ, ისინი გაკვეთილების დასრულების შემდგომ სკოლის დერეფანში დაცდის გამოც ხშირად იღებენ შენიშვნას დირექციისგან.

საქმის შესწავლისას სკოლის მოსწავლეებმა მიუთითეს კიდევ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, 2016 წლის ბოლოს სოფელ მოხეში მდებარე ძველ შენობასთან მუსლიმი თემის მიერ პარასკევის ლოცვის ღია ცის ქვეშ წარმართვის შემდეგ, დირექტორმა მე-12 კლასელი მუსლიმი მოსწავლეები დაიბარა და საყვედური გამოუცხადა ამ სივრცეში ლოცვის გამო. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან მოხეში მდებარე ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფლიქტის პროცესში ნ. რეხვიაშვილის აქტიური საჯარო პოზიციონირება მუსლიმი თემის წინააღმდეგ, მის რელიგიურ ნეიტრალობასა და ობიექტურობას სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სადავოს ხდის.

ზემოთ მითითებული გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაცია EMC-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახალხო დამცველს წარუდგინა და მათი სრულყოფილი შესწავლა მოითხოვა. მთლიანობაში მოცემულ საქმეში EMC ამტკიცებს, რომ სკოლის დირექტორის ქმდებები განათლების უფლებაში ჩარევას იწვევს, სკოლაში სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო პირობებს ქმნის და მუსლიმი მოსწავლეების მიმართ რელიგიურინიშნით შევიწროებას, დისკრიმინაციას წარმოადგენს. სკოლის დირექციამ მუსლიმ მოსწავლეებს ღირსების შემლახავი, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, მტრული ან დამაშინებელი გარემო შეუქმნა. საწყის ეტაპზე ვერბალური ფორმით გამოხატულმა შევიწროებამ ამ დროისთვის უფლების შეზღუდვის სახე მიიღო დამუსლიმი მოსწავლეები რელიგიური კუთვნილების გამო არასახარბიელო გარემოებებში აყენებს. სკოლისდირექტორის მოპყრობა პირველ ეტაპზე თავსაფრის ტარების ფაქტს უკავშირდებოდა და ერთ მოსწავლესმიემართებოდა, შემდგომში კი თანაკლასელების მიერ გამოხატული სოლიდარობის გამო, ის თანაბრადგავრცელდა ყველა მათგანზე, ვინც დირექტორის ქმედებას საკუთარი რელიგიური კუთვნილების გამოშეურაცხყოფად აღიქვამდა და მის ქმედებებს აპროტესტებდა.

EMC იმედოვნებს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო გაითვალისწინებს მოხეში კონფლიქტის წინარე ისტორიას, მოსწავლეების შესაძლო ტრავმატულ გამოცდილებას, პროტესტის ჩახშობის მიზნით განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების უარყოფით გავლენას სკოლაში არსებულ გარემოზე და განახორციელებს მშვიდობის, ნდობის აღდგენისა და შემწყნარებლობის კულტურის შექმნისკენ მიმართულ სპეციალურპოზიტიურ ღონისძიებებს.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სკოლის მოსწავლეები პროტესტის შეწყვეტას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების პირობებში და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინით დათანხმდნენ, რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობისა და სკოლის დირექტორის სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე კი შესაძლოა ნებისმიერ ეტაპზე სიტუაცია კვლავ ესკალირდეს. შესაბამისად, EMC განათლების სამინისტროს საკითხის დროულ შესწავლასა და რეაგირებას სთხოვს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები დირექტორის გადადგომას ითხოვენ
მოხეში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
პროტესტის მეორე დღე მოხეს სკოლაში [Video]
მოხეს მუსლიმი მოსწავლეები გაკვეთილებს დაუბრუნდნენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ხვდება