FM97.5 / LIVE

მიწისძვრით დაზიანებული ბინებისთვის ახალციხის მერია 20 000 ლარს ითხოვს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.02.2017
ახალციხის მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან 20 000 ლარის გამოყოფას ითხოვს. ადგილობრივი თვითმმართველობა თანხას იმ ძველი შენობების გასამაგრებლად ითხოვს, რომელიც 20 იანვრის მიწისძვრამ დააზიანა.

მიწისძვრით დაზიანებული ბინებისთვის ახალციხის მერია 20 000 ლარს ითხოვს
ახალციხის მერიის ინფორმაციით 20 იანვარს ახალციხეში მომხდარი მიწსიძვრის გამო სამი კორპუსი და ორი კერძო ბინა დაიბზარა. როგორც ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ამბობს, აღნიშნული კორპუსები 30–40–იან წლებშია აშენებული: „მცირედი დაზიანებები მიიღო შენობებმა“.

მიწისძვრით დაზიანებულ ბინებს შორის ერთ–ერთი ახალციხეში გამრეკელის N4–ში მდებარე ორსართულიანი შენობაა. აქ მცხოვრები სამი ოჯახი თვითმმართველობას დახმარებას წლებია სთხოვს, რადგან კორპუსი მიწისძვრამდეც ავარიული იყო. შენობა, გასული საუკუნის 40–იან წლებშია აშენებული. მას დაზიანებული აქვს კელდები, კიბე და სახურავი. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, სახურავიდან წყალი ჩამოდის.

რუზანნა მეიტარჯიანი სამ შვილთან ერთად 20 წელია, რაც ამ ბინაში ცხოვრობს, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება 250 ლარია.

„ყოფილი პოლიკლინიკის შენობაა, ძალიან ძველია. მეშინია, რომ არ ჩამოინგრეს, შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. არ გვაქვს საშუალება, რომ შევაკეთოთ. ჩვენი პატრონი არავინ არის. რა გაუჭირდა ხელისუფლებას, რომ შენობა გაამაგროს და მშვიდად ვიცხოვროთ“, – ამბობს რუზანნა მეიტარჯიანი.

ავარიულ ბინაში დაახლოებით 10 ადამიანი ცხოვრობს, ნაწილს არც სოციალური დახმარება აქვს და არც სამსახური. როგორც ადგილობრივები ყვებიან ბინები მათი საკუთრებაა, წლების წინ თვითნებურად შესახლებულებს, ხელისუფლებამ მფლობელობაში გადასცა.

„უამრავი წერილი დავწერე მერიის სახელზე, დახმარება გიორგი კოპაძესაც (ქალაქის ყოფილი მერი ს.კ) ვთხოვე და ვლადიმერ ზედგინიძესაც, მაგრამ მეუბნებიან თანადაფინანსების შემთხვევაში დაგეხმარებითო. ფული რომ მქონდეს მაგათი დახმარება რათ მინდა. მითხარით ხალხო 250 ლარით როგორ ვიცხოვრო და სახლიც გავაკეთო. ვითხოვთ გარედან გაგვიმაგრონ, შიგნიდან ჩვენ როგორმე შევძლებთ გაკეთებას“, – ამბობს რუზანნა მეიტარჯიანი.

გამრეკელის N4–ში მცხოვრებთა მდგომარეობა განსაკუთრებით 20 იანვარს მომხდარმა მიძისძვრამ დაამძიმა, როგორც მეიტარჯიანები ამბობენ, ისედაც ავარიულ სახლს უკანა კედელი კიდევ უფრო დაუზიანა და ბზარები დაემატა. შეუძლებელი გახდა სარგებლობა კიბეებითაც.
„მოვიდნენ მერიიდან, სახლს გარედან შემოუარეს და წავიდნენ“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ 20 იანვრს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სპეციალურმა კომისიამ დაზიანებული სახლები მეორე დღესვე შეისწავლა. მერის ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით მიღებული ზარალი დაახლოებით 20 000 ლარია.

თვითმმართველობამ აღნიშნული თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სთხოვა.

„ კომისიის მიერ შესწავლილი იქნა ეს საკითხი. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, იმედი გვაქვს რომ დახმარებას შევძლებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

20 იანვარს, ახალციხეში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალციხესთან 10 კილომეტრში, სოფელ ანში იყო.
მიწისძვრით დაზიანებული ბინებისთვის ახალციხის მერია 20 000 ლარს ითხოვს

მიწისძვრით დაზიანებული ბინებისთვის ახალციხის მერია 20 000 ლარს ითხოვს

მიწისძვრით დაზიანებული ბინებისთვის ახალციხის მერია 20 000 ლარს ითხოვს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უარი მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად
‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
ახალციხეში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ახალციხეში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები მერიას დახმარებას სთხოვს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
მიწისძვრას ახალციხეში ნგრევა არ გამოუწვევია
„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]