FM97.5 / LIVE
გაზით გარდაცვლილი , 32 წლის მამაკაცია. იგი აბაზანაში ნახეს. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია"> გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპული 32 წლის მამაკაცია

გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპული 32 წლის მამაკაცია

მთავარისაზოგადოება 19.02.2013
18 თებერვალს, საღამოს დაახლოებით 22:45 საათზე გაზით გარდაცვლილი , 32 წლის მამაკაცია. იგი აბაზანაში ნახეს. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია

გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპული 32 წლის მამაკაცია
გარდაცვლილი სახლში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა უგონოდ მყოფი გარდაცვლილის მეგობარი საავადმყოფოში გადაიყვანა. მის შესახებ ინფორმაციას ”სამხრეთის კარიბჭე” ამ წუთებში საავადმყოფოში არკვევს.

უბედური შემთხვევა სავარაუდოდ გაზის წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ოჯახმა გამათბობელი შემთხვევამდე ერთი დღით ადრე დაამონტაჟა.

გარდაცვლილის მეგობარი ხვიჩა აფრიამაშვილი გვიამბობს, რომ შემთხვევის შესახებ ეჭვი გარდაცვლილის მეუღლეს გაუჩნდა. მისი თქმით, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ დიასახლისს სახლის კარი არავინ გაუღო, თუმცა, ოთახიდან მუსკის ხმა გამოდიოდა.

- ‘დაახლოებით 11–ის ნახევარი იქნებოდა, რომ დამირეკეს, მითხრეს რომ ჩემს მეგობარს რაღაც შეემთხვა. საწრაფოდ წამოვედი. პოლიცია უკვე ადგილზე იყო. ჩემი მეგობრის მეუღლეც გარეთ იდგა, ეჭვობდა, რომ გაზი მთელი დღის განმავლობაში ჟონავდა და შესაძლოა მეუღლე და მეგობარი გაზით იყვნენ გაგუდული. ფანჯარა შევამტვრიე და შევედი. გარდაცვლილის მეგობარი ძირს ეგდო უგონოდ. ჩემს მეგობარს კი სააბაზანოს ნიჟარაზე ჰქონდა თავი ჩამოდებული. უკვე გარდაცვლილი იყო. სველი არ იყო, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო წყლის გადავლება. აბაზანიდან მე გამოვიყვანე’, – ამბობს ხვიჩა აფრიამაშვილი.

მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ მთელი დღის განმავლობაში ცუდად გრძნობდა თავს გარდაცვლილის მეუღლეც.

- ’მგონია, რომ გაზი მთელი დღის განმავლობაში ჟონავდა, ეტყობა კარგად ვერ დაუმონტაჟეს წყლის გამაცხელებელი. ჩემი მეგობრის ცოლი მთელი დღე ცუდად გრძნობდა თავს და მეუღლისთვის უთქვამს, ცუდად ვარ საავადმყოფოში წამიყვანეო. თუმა ამისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. ალბათ 5 წუთით გვიან რომ შევსულიყავი, მეორე მამაკაციც გარდაცვლილი დამხვდებოდა’,- ამბობს იგი.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა
ახალციხეში სამი ადამიანის გაზით მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი გახდა
ახალქალაქში გაზით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოწამლულია
ბორჯომში მეთორმეტე კლასელი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა
ბინა, რომელშიც გაზმა გაჟონა, ამ დრომდე დალუქული იყო
უბედური შემთხვევა ტბაზე