FM97.5 / LIVE

„ევროპული საქართველო“ სამცხე–ჯავახეთში რაიონულ ორგანიზაციებს აფუძნებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.02.2017
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ახალციხეში მხარდამჭერებს ხვდებიან. პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და აკაკი ბობოხიძე საინიციატივო ჯგუფებთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში რაიონული ორგანიზაციების დაკონპლექტების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

„ევროპული საქართველო“ სამცხე–ჯავახეთში რაიონულ ორგანიზაციებს აფუძნებს
„ვხვდებით საინიციატოვო ჯგუფებს მოვისმენთ რა პრობლემებია რეგიონში,იმიტომ რომ მთავარი ამოსავალი ჩვენი მუშაობის, გახლავთ სწორედ პრობლემების მოსმენა და გადაწყვეტის გზების დასახვა. ჩვენ გვინდა მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ საქართველოში შესაძლებელია უკეთ ცხოვრება. შესაძლებელია, რომ ქვეყანაში იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოდნით, კომპეტენტურობით და სიმშვიდით ქვეყანას წაიყვას წინ და ხალხს აცხოვრებს უკეთესად, ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ფრაქცია ექნება ახალციხის თემში, ქალაქ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში.

ახლადშექმნილი პარტიის გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბების შემდეგ, დასახავენ სტრატეგიას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად.

„ამ არჩენევის შემდეგ განსაკუთრებით იბარტყა მინი ოლოგარქებმა, რომლებიც ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ. მთელი სახელმწიფოებრივი ბიუროკრატია ესახურება მათ და მათ ნათესავებს და პარტიულ აქტივისტებს. ჩვენი ამოცანაა ყველა ასეთ კორუმპირებულ ფეოდალად ჩამოყალიბებულ ადამიანს მიწა ფეხქვეშ ეწვოდეს.სამცხე–ჯავახეთში ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ წარმოდგენილი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ადგილობრივ არჩევნებზე დავიწყოთ აგურაგურ დაშლა იმ ოლიგარქიული სისტემის, რომელიც საქრთველოშია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს ვაჟა ჩიტაშვილს იმედი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების უმრავლესობა მხარს მათ დაუჭერს.

„ფაქტობრივად დღეს იწყება სტრუქტურის მშენებლობის საკითხები. ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობაა მოსული. შევთავაზებთ ჩვენს გეგმას ქვეყნის განვითარებაზე, ვფიქრობთ ამომრჩეველების უმრავლეობა ჩვენს გვედით გადმოვა და მხარს დაგვიჭერს“, – განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ ლიდერები მსგავს შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით მართავენ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა გუნდმა პოლიტიკური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" 30 აინვარს დააფუძნა.

„ევროპული საქართველო“ სამცხე–ჯავახეთში რაიონულ ორგანიზაციებს აფუძნებს

„ევროპული საქართველო“ სამცხე–ჯავახეთში რაიონულ ორგანიზაციებს აფუძნებს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ევროპული საქართველოს“  ლიდერები სამცხე–ჯავახეთში მხარდამჭერებს 4 თებერვალს შეხვდებიან
"ევროპული საქართველოს" ლიდრები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
'ევროპული საქართველო' ახალციხესა და ადიგენში მეორე ტურს არ გამორიცხავს
ახალციხის საკრებულოში ვაჟა ჩიტაშვილი ემანუელ პოზოიანმა ჩაანაცვლა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია