FM97.5 / LIVE

გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.01.2017
საკადრო ცვლილებები და ახალი თანამშრომლები თვითმმართველობაში, რომელთა შორის ერთ–ერთი მერის დის შვილია; საკითხები, რომლებზე საუბარიც მერიაში არ უნდათ.

გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში
ახალციხის მერია

ახალციხის მერიაში, მას შემდეგ, რაც ქალაქის ახალ არჩეულმა მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ მუშაობა დაიწყო, საკადრო ცვლილებები ხორციელდება. თუმცა, აღნიშნული ცვლილებების შესახებ თვითმმართველობაში არ საუბრობენ, იმ მოტივით, რომ „ჯერ ზუსტად გარკვეული არაფერია“.

„დაზუსტებული ინფორმაცია იანვრის ბოლოს გვექნება და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ დეტალებზე საუბარს“, – ამბობენ მერიაში, სადაც ინფორმაციის მიღებას საკადრო ცვილებებზე ‘სამხრეთის კარიბჭე’ 5 იანვრის შემდეგ ცდილობს.

თუმცა, ის რასაც ამ ეტაპზე მერიაში ასაჯაროებენ, არის მხოლოდ ის, რომ დღეის მდგომარეობით, აქ 12 ვაკანტური პოზიციაა, 8 პოზიციაზე კი დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან დანიშნული.

რომელ პოზიციებზე დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლები, რამდენია მათ შორის ახალი თანამშრომელი ან გადანაცვლების შედეგად დანიშნული, ვინ გათავისუფლდა და ვინ დაიწყო სამსახური, უცნობია.

„ვერ გეტყვით ვერაფერს“, – ამბობს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნინო ბლუაშვილი.

აქამდე ბლუაშვილი იგივე მოვალეობებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ასრულებდა, თუმცა იქ იგი ხელშეკრულებით იყო აყვანილი. ამ დროისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის საქმე საკრებულომ საორგანიზაციო საკითხებში წამყვან სპეციალისტს ნინო ინასარიძეს შეუთავსა. მერიამ კი ის შტატი, რომელშიც ბლუაშვილი დაასაქმა, დაამატა.

„ვინც იანვრის შემდეგ დავიწყეთ მერიაში მუშაობა, ყველა დროებით მოვალეობის შემსრულებლები ვართ“, – ამბობს ბლუაშვილი.

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, მერიას არაერთი ახალი თანამშრომელი ჰყავს. მათ შორის ერთ–ერთი ქალაქის მერის ვლადიმერ ზედგინიძის დის შვილი გიორგი ანდღულაძეა. იგი ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

როგორც ანდღულაძე აცხადებს, მას ამ მიმართულებით მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. წელიწად–ნახევრის განმავლობაში, ახალციხის გამგეობაში ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი იყო, მანამდე კი, 7 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო როგორც სესხის ოფიცერი, ასევე ფილიალის მმართველიც. დამთავრებული აქვს ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის მიმართულებით.

„რადგან მერი ბიძაა, მერიაში ამიტომ ვეღარ უნდა ვიმუშაო?! საკმაოდ გამოცდილი ვარ ამ სფეროში და ვფიქრობ, ამის გამო არ უნდა შევიზღუდო“, – ამბობს გიორგი ანდღულაძე.

გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში
ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, რომ დის შვილი ოჯახის წევრად არ ითვლება, ამიტომ, სამართლებრივი თვალსაზრისით აქ რაიმე პრობლემა არ იქმნება.

„მხოლოდ ეთიკური თვალსაზრისით შეიძლება გაჩნდეს აქ კითხვები, მაგრამ თუ ეს ადამიანი კონკურსს გაივლის და ამის შემდეგ დაინიშნება განყოფილების უფროსად, მაშინ პრობლემას არც ეს წარმოადგენს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

კონკურსის გავლას მერიაში გიორგი ანდღულაძესთან ერთად კიდევ ერთი ახალი თანამშრომელი დავით ჯაფარიძე ელოდება.

„ჯერ დამტკიცებული არ ვარ, ვნახოთ კონკურსს თუ გავივლი, ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის სამსახურში ვარ. სამომავლოდ მინდა, რომ ქალაქის არქიტექტორი ვიყო, ახალციხე ალბათ ერთადერთი ქალაქია, რომელსაც არქიტექტორი არ ჰყავს“, – ამბობს დავით ჯაფარიძე.

კოლეგებისგან განსხვავებით, კონკურსს არ ექვემდებარება მერიის კიდევ ერთი ახალი თანამშრომლის მიხეილ მაკარიძის პოზიცია. იგი მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურის უფროსად უკვე დაინიშნა. მაკარიძემ ამ პოზიციაზე ნარია სამსონიძე ჩაანაცვლა. სამსონიძე ახალციხის მერის ყოფილ მოადგილესთან ზაზა გელაძესთან ერთად პირველი იყო, ვინც მერმა დაკავებულ თანამდებობებზე აღარ დანიშნა.

მერიაში დასაქმებამდე მაკარიძე შპს სახელწმიფო კვებითი უზრუნველყოფის ახალციხის ჯავშან–სატანკო სასწავლო ცენტრის სასადილოს მენეჯერი იყო. მანამდე კი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იყო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელი, არა ერთ შპს–ში ხელმძღვანელი, ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტის ინსპექტორი, თავდაცვის სამინსიტროში, ტექნიკურ განყოფილებაში მენეჯერის თანაშემწე, შპს „ბერტას“ გენერალური დირექტორი.

გარდა აღნიშნული პირებისა, მერიას სხვა ახალი თანამშრომლებიც ჰყავს, ნაწილთან კი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ერთ–ერთი ასეთი თეა სამსონიძეა, რომელიც ამბობს, რომ მის მერიაში დასაქმებასთან დაკავშირებთ ჯერ მხოლოდ საუბარი იყო: „ჯერ ზუსტად არაფერი გარკვეულა“.

როდის გამოცხადდება საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, უცნობია. თუმცა, რაც უკვე ვიცით არის ის, რომ კომისიას, რომელმაც ახალი თანამშრომლები უნდა შეარჩიოს, თავმჯდომარე შეეცვალა. ეს პოზიცია ვლადიმერ ზედგინიძემ დაიკავა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
ახალციხის მერია ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
შეცვლილი საკონკურსო კომისია და შვიდი ვაკანსია მერიაში
ახალციხის მერიის ახალმა თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს
ვინ არიან ახალციხის მერიის კონკურსით შერჩეული თანამშრომლები
ახალციხის მერიას 13 ახალი თანამშრომელი ჰყავს
ახალციხის მერიას 5 ახალი თანამშრომელი ჰყავს, თუმცა, მათ ვინაობას მალავს