FM97.5 / LIVE

ვინ არიან ახალციხის მერიის კონკურსით შერჩეული თანამშრომლები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.04.2017
დღეს, 12 აპრილს, ახალციხის მერიაში, ახალი თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებები დაიწერა. შერჩეული 10 თანამშრომლიდან, 9 მათგანი მუშაობას 18 აპრილიდან შეუდგება, ერთს კი მას შემდეგ დანიშნავენ ოფიციალურად, რაც მისი ყოფილი სამსახური გაუქმდება.

ვინ არიან ახალციხის მერიის კონკურსით შერჩეული თანამშრომლები

საჯარო მოხელეთა შესარჩევმა კომისიამ, ახალციხის მერიაში არსებული 13 ვაკანსიიდან, თანამშრომელი 10–ზე შეარჩია. ამ 10–დან 6 ის პირია, რომელიც აქამდე მოვალეობის შემსრულებელი იყო, 4 კი ახალი თანამშრომელია.

„პირველ რიგში სამსახურეობრივი გამოცდილება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამ კრიტერიუმით შევარჩიე. რა პოზიციებზეც ავსებენ განაცხადს, კარგად უნდა იცოდნენ და გააზრებულიც უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ახალციხის მერმა, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ზედგინიძემ.

დღეს ამ 10 შერჩეული თანამშრომლიდან 9–ის ბრძანება დაიწერა. ერთ თანამშრომელს, ვლადიმერ ნათენაძეს, რომელიც აქამდე ააიპ „მერიის მდგრადი განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელობდა, ამიერიდან კი ეკონომიკის დაგეგმვის, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე შეარჩიეს, მხოლოდ მაშინ დანიშნავენ, როდესაც მისი ააიპ–ი ოფიციალურად გაუქმდება. (ამ ააიპ–ის გაუქმების გადაწყვეტილება 15 მარტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს).

ახალი თანამშრომლები მუშაობას მომავალი კვირის სამშაბათიდან, 18 აპრილიდან შეუდგებიან.

შერჩეული თანამშრომლები:
სპეციალისტი მატერიალურ–ტექნიკურ საკითხებში – ივანე აღოშაშვილი;
მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში – ინგა ჩოჩია;
ეკონომიკის დაგეგმვის, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი – ვლადიმერ ნათენაძე, რომლის თაობაზეც დანიშვნის ბრძანება არ დაწერილა;
უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში – რუდოლფ კაზდანიანი;
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – ნინო ბლუაშვილი;
მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – ვასილ ობოლაშვილი;
მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების და კადრების საკითხებში – ნანული გელაშვილი;
მთავრი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში – თინათინ ბარძიმაძე;
მთავარი სპეციალისტი მონიტორინგის, შიდა კონტროლის საკითხებში – მანანა მოდებაძე;
ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი – სულიკო მაღრაძე;


დარჩენილი სამი ვაკანსიაა:
მთავარი სპეციალისტი არქიტექტურის საკითხებში;
სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსი;
შესყიდვების განყოფილების უფროსი


როდის გამოცხადდება ამ სამ ვაკანსიაზე კონკურსი, ამ ეტაპზე უცნობია. ახალციხის მერი ფიქრობს, რომ კონკურსგავლილი კადრებიდან ერთ–ერთი, შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად შეარჩიოს: „ეს მერიისათვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განყოფილებაა, თუმცა განაცხადი არ შემოსულა. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მოვალეობის შემსრულებელი დანიშნო“.

შეგახსენებთ, მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა. 13 ვაკანსიაზე 79–მა განმცხადებელმა 147 განაცხადი შეიტანა, ამათგან, გასაუბრების ეტაპზე 42 გადავიდა, გასაუბრებაზე კი მხოლოდ 21 გამოცხადდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის ახალმა თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ახალციხის მერიაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი არ შევიდა
ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს
ახალციხის გამგეობამ  კონკურსში განაცხადის მიღების ვადა გადაწია
რა პოზიციები დარჩა ვაკანტური ახალციხის გამგეობაში