FM97.5 / LIVE

ბორჯომის ორგანიზაცია ენმ–ს ყრილობაზე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.01.2017
სამცხე–ჯავახეთიდან „ნაციონალების“ ყრილობაზე მხოლოდ ბორჯომის ორგანიზაციიდან მიდიან, თუმცა ბორჯომელი დელეგატები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ბორჯომის ორგანიზაცია ენმ–ს ყრილობაზე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციიდან ხვალ, 20 იანვარს პარტიის ყრილობაზე 35 დელეგატი გაემგზავრება. თუმცა, ღონისძიებას ყველა მათგანი სტუმრის სტატუსით დაესწრება. ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას და თავიანთი პოზიციის იურიდიულად დაფიქსირებას ვერ შეძლებენ.

პარტიაში დელეგატების შერჩევა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატების მიერ ხდება. თუმცა, ბორჯომში დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე პარტიიდან გამოვიდა, შესაბამისად, მასთან ერთად ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დელეგატებს ვერ შეარჩევდა.

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მიზეზი, რის გამოც დელეგატები სტუმრის სტატუსით მიდიან პარტიულ ყრილობაზე, ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ქვათაძე გვპასუხობს: „არა, კონფერენცია უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ პარტიაში არსებული არეულობის გამო ვეღარ მოხარხდა. ამიტომ დელეგატების განსაზღვრა ბორჯომის პოლიტსაბჭოს ცხრაკაციანი წევრების მიერ მოხდა“.

მისივე თქმით, სწორედ ამის გამო, ყრილობაზე მისი დელეგატები მხოლოდ ხელისაწევით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, ოფიციალურად კი მის დადასტურებას ვერ შეძლებენ. ქვათაძე ამბობს, რომ ბორჯომიდან პარტიას არცერთი წევრი არ დაუკარგავს და აქ ყველა ერთ აზრზეა: „გადაწყვეტილება რასაც ყველა ვეთანხმებით ბორჯომში, არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უნდა იყოს თავისუფალი, ვიდრე სააკაშვილი ვერ შეძლებს საქართველოში დაბრუნებას“.

გარდა თავმჯდომარის საკითხისა, პარტია ყრილობაზე პოლიტსაბჭოსაც აირჩევს.

„პოლიტსაბჭოში ავტომატურად არიან რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები, დანარჩენი წევრები კი ხმათა უმრავლესობით აირჩევიან. აქამდე საბჭოში 72 წევრი იყო, მერე 65 დარჩა და ახლა რამდენი კაცით განისაზღვრება არ ვიცი“, – ამბობს ქვათაძე.

მას მიაჩნია, რომ იმ დროშის ქვეშ უნდა იბრძოლოს არჩევნების მოგებისათვის, რომელი დროშის ქვეშაც არჩევნები წააგო. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე ისეთი საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი უნდა იყოს, როგორიც სააკაშვილია. მის შემცვლელს ჯერ–ჯერობით ვერ ხედავს.

რაც შეეხება ოპონენტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მას თავისი პოლიტიკური პარტია უკვე აქვს, ამის გამო კი ქართულ რეალობას მოწყვეტილია, ქვათაძე ამბობს: „როდესაც ჩავდიოდით ოდესაში ან კიევში და სააკაშვილს ვესაუბრებოდით, მას ყოველთვის სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასევე, მის მიერ შემოთავაზებული აქ არსებული პრობლემების მოგვარების გზები ბევრად უფრო მართებული იყო, ვიდრე აქ გვთავაზობდნენ ამ საკთხების გადაწყვეტას სხვები. საქართველო ახლა უკიდურეს გაჭირვებაშია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხისტად წინსვლა და რადიკალური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი. ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავენ, ვიდრე პოლიტიკური რეპრესიები არ დასრულდება.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს
ვინ წავა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს ყრილობაზე
დღეს ‘ნაციონალური მოძრაობა’ ყრილობას გამართავს
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში
‘ოცნება’ პარტიის თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს
'ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე