FM97.5 / LIVE

მაღალი ფასი, დაბალი აქტივობა – წინასაახალწლო ბაზარი [ინფოგრაფიკა]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 26.12.2016
ახალი წლის დადგომამდე ხუთი დღით ადრე, ახალციხის ბაზარში, გამყიდველები მყიდველების ნაკლებობას, მყიდველები კი მომატებულ ფასებს უჩივიან.

მაღალი ფასი, დაბალი აქტივობა – წინასაახალწლო ბაზარი [ინფოგრაფიკა]

ხილ-ბოსტნეულით, სურსათითა და ტკბილეულით გადატვირთული დახლები და მოვაჭრეები, რომლებიც მყიდველს უშედეგოდ ელიან - ასე გამოიყურება ახალციხის აგრარული ბაზარი, ახალი წლის დადგომამდე ხუთი დღით ადრე.

2017 წლის შესახვედრად, დიასახლისები პროდუქტის შეძენას ან არ ჩქარობენ, ან კიდევ ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება მათ ჯიბეებზეც აისახა, – ასეთია ბაზარში მომუშავეთა შეფასებებიდა როგორც ჩანს, არც თუ უსაფუძვლო, – ის მყიდველები, ვინც 22 დეკემბერს ბაზარში ჩავწერეთ, ამბობენ, რომ მათი „ჯიბე ბაზრის ფასებს ვერ წვდება“.

„ძალიან ძვირია ყველაფერი, ამდენი ფული ნამდვილად არ მაქვს. ალბათ თითო კილოს ვიყიდი ყველაფერს, რომ სახლში ახალიწლის სუფრა მქონდეს. მგონია, რომ ეს ცოტ-ცოტა ნაყიდიც 300 ლარამდე დამიჯდება“, - გვეუბნება ერთ–ერთი მყიდველი, რომელიც ბაზარს ერთი, მომცრო ზომის ცელოფნის პარკით ტოვებს.

„არავინ არ შემოდის. შარშან ამ დროს იმდენი მყიდველი გვყავდა. რა ქნას ხალხმა, ფული არ აქვთ და ვალებში არიან“, – გეუბნება ხილ–ბოსტნეულზე მოვაჭრე.

მყიდველების სიმცირეს უჩივიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის ჩიჩილაკისა და ხელოვნური ნაძვის ხეების გამყიდველებიც.

„ხალხს ფული არ აქვს, პროდუქტს ვერ ყიდულობენ და ამათს ვინღა იყიდის“, – ამბობენ ბაზრის გარეთ, ჩიჩილაკების რიგში მდგომი გამყიდველები.

ჩიჩილაკის, ხელოვნური ნაძვის ხეების, მოსართავებისა თუ საახალწლო სხვადასხვა ასაფეთქებელი მასალების მყიდველები ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში უფრო შეიმჩნევა, ვიდრე ახალციხის აგრარულ ბაზარში.

არადა, ახალციხის აგრარულ ბაზარში, შეიძლება ითქვას, რომ ყველა სახის პროდუქტი იყიდება, – მრავალფეროვანი არჩევანით და ასევე, მრავალფეროვანი, მყვირალა ფასებით.

ჩვენ სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო რამდენიმე პროდუქტის ფასი მოვიკითხეთ. ნახეთ ინფოგრაფიკა



[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ღირს საახალწლო სუფრა
საახალწლო ბაზარი
ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში
დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
რა ჯდება საახალწლო სუფრა
სად და რა ფასად შეიძენთ ახალციხეში ხელოვნურ ნაძვის ხეს