FM97.5 / LIVE

მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისაზოგადოება 20.11.2013
მესხური ყველის „ტენილის“ დამზადების ტექნოლოგიას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას № 03/207 ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ასევე მიენიჭა ცეკვა ხორუმსა და საბავშვო ჟურნალ "დილას".

"საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი:
ა) საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიციას – ჟურნალი "დილა";
ბ) ცეკვა "ხორუმს";
გ) მესხური ყველი „ტენილის“ დამზადების ტექნოლოგიას", - ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ბრძანებაში, რომელიც 13 ნოემბერსაა გამოცემული. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ერთდაერთი საწარმო საქართველოში, სადაც ტენილ ყველს ამზადებენ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში სამი წლის წინ გაიხსნა. საწარმოს „მზიანეთი“ ჰქვია, ამიტომ ტენილი ყველი ბაზარზე „მზიანეთის“ სახელით გადის.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
'ქართულ ჭიდაობას' ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ძველ დროშას და გერბს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს