FM97.5 / LIVE

ახალციხის თემი დასუფთავებისათვის გრანტსა და ათ წლიან სესხს იღებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.12.2016
ახალციხის თემი, დასუფთავების ღონისძიებებისათვის გრანტსა და ათ წლიან სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან იღებს. თანხა მთლიანობაში 200 000 ევროს შეადგენს.

ახალციხის თემი დასუფთავებისათვის გრანტსა და ათ წლიან სესხს იღებს
29 588 ევროს – გრანტის, ხოლო 161 333 ევროს სესხის სახით ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდისა და 200 კონტეინერის შესაძენად გამოიყენებს. გადაწყვეტილება დღეს, 19 დეკემბერს, თემის საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ევროს ექვივალენტში აიღებული სესხის დაფარვა 2019 წლიდან უნდა დაიწყოს და ათი წლის განმავლობაში გადაიხადოს. გამგეობაში აცხადებენ, რომ სესხს კარგი საშეღავათო პირობები აქვს, მისი გადახდა წელიწადში ორჯერ მოხდება 28 ოქტომბერსა და 28 აპრილს. ვალის ანაზღაურება ევროს იმ კურსით მოხდება, რაც იმ დროისათვის დაფიქსირდება.

"ასეთ კარგ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდით. მუნიციპალიტეტისათვისაც აუცილებელია რომ მყარი ნარჩენების კონტეინერები და ნაგავმზიდი შევიძინოთ, რადგან ყველა სოფელს მაქსიმალურად მოვემსახუროთ“– განმარტავს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ ტალახაძე.

მისივე თქმით, ამ დროისათვის, თემს დასუფთავებისათვის არასაკმარისი ტექნიკა ჰყავს.

სოფლებში მყარ ნარჩენებს მხოლოდ ერთი ნაგავმზიდი და ორი მსუბუქი მანქანა აგროვებს. შესაბამისად, ყველა სოფლის სრულყოფილად მომსახურება ვერ ხერხდება.

,,ეს მანქანა იქნება ათ ტონიანი, თოვლისა და ყინულის პირობებშიც რომ მივიდეს ყველგან. 200 ურნას კი განვათავსებთ ისე, რომ ყველა სოფელი მოვიცვათ და ნაგვის კარდაკარ შეგროვება აღარ მოხდეს“– ამბობს ახალციხის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა ათწლიან სესხს ევროს ნაცვლად, ლარში აიღებს
ახალციხის გამგეობამ, აღებული ათ წლიანი სესხით ერთი ნაგავმზიდი უკვე შეიძინა
ბორჯომსა და ბაკურიანს  ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი ნაგავმზიდი შეიძინა
რატომ ვერ დგამენ ახალქალაქის სოფლებში ნაგვის ურნებს
ახალციხის თემის ახალი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში ორ დღეში შევა
სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ჯერ ექსპლუატაციაში არ შესულა