FM97.5 / LIVE

ახალციხის თემის ახალი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში ორ დღეში შევა

მთავარისაზოგადოება 10.03.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოვალ სოფლებს სესხით ნაყიდი ახალი ნაგავმზიდები ორშაბათიდან, 13 მარტიდან მოემსახურება.

ახალციხის თემის ახალი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში ორ დღეში შევა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ახალი ნაგავმზიდი შპს „ვალეს კომუნალურ გაერთიანებას“ გადასცა. ამის შესახებ, დღეს 10 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ განაცხადა.

„ვალეს კომუნალური გაერთიანება“ თემის მასშტაბით ყველა სოფელს ემსახურება. ამ დრომდე, გამგებლის განცხადებით, დოკუმენტები იყო მოსაწესრიგებელი და დასუფთავების სამსახურისთვის მათი გადაცემა იმიტომ ვერ ხერხდებოდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან ახალციხის თემმა ათწლიანი სესხი 483 021 ლარი აიღო. ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნულ თანხაში ორ განავმზიდთან ერთად 200 ცალ ნაგვის ურნასაც მიიღებს.

ათ წლიანი სესხის დაფარვა ახალციხის გამგეობამ 2019 წლიდან უნდა დაიწყოს. თვითმმართველობას თანხის შეტანა წელიწადში ორჯერ, 28 ოქტომბერსა და 28 აპრილს მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პირობით ნაგავმზიდები და ნაგვის ურნები სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტმა იანვარსა და თებერვალში მიიღო. თუმცა იმის გამო, რომ თივთმმართველობებს მანქანებისთვის ტექნიკური პასპორტები აქვთ ასაღები, ამ დრომდე ექსპლუატაციაში არცერთი მათგანი არ შესულა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევა
ნინოწმინდის გამგეობამ ნაგვის ურნები და ნაგავმზიდები შეიძინა
ახალციხის გამგეობამ, აღებული ათ წლიანი სესხით ერთი ნაგავმზიდი უკვე შეიძინა
ახალციხეში სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში შევიდა
სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ჯერ ექსპლუატაციაში არ შესულა
ახალციხის გამგეობა ათწლიან სესხს ევროს ნაცვლად, ლარში აიღებს
ბორჯომსა და ბაკურიანს  ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება