FM97.5 / LIVE

ვირუსებთან დაკავშირებით სასწავლებლებში პროტოკოლი ამოქმედდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.12.2016
დღეიდან სასწავლო დაწესებულებებში სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება. თუ მოსწავლეთა არ დასწრება 40%-ს გადააჭარბებს დაწესებულებაში მუშაობა დროებით შეჩერდება.

ვირუსებთან დაკავშირებით სასწავლებლებში პროტოკოლი ამოქმედდება

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში, 13 დეკემბერს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქმე ეპიდემიასთან არ გვაქვს.

"ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება დაიკეტება 3 დღის განმავლობაში”,- განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გრიპის სიმპტომებისას სასწრაფოს ნაცვლად, ოჯახის ექიმს მიმართონ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, ამ დროისათვის 254 დაავადებული ფიქსირდება. თუმცა იმის გამო, რომ მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსხურებში გაიზარდა, პროტოკოლი ამოქმედდება. შეიქმნება ახალი სადისპეტჩერო, რომელზეც გრიპის ჩივილების მქონე გამოძახებები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას ოჯახის ექიმები განახორციელებენ. ასევე გაიხსნება დამატებითი საოჯახო ცენტრები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
ჯანდაცვის მინისტრი:“დაუთმეთ  მანქანები ოჯახის ექიმებს“
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო
დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით
განათლების მინისტრი: 'წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით'
დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ