FM97.5 / LIVE

„ახალციხის ციხე“ მერიას სცენის შესაძენად თანხას სთხოვს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.11.2016
"ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციას ამფითეატრისთვის სცენის შეძენა სურს; ამისთვის მერიას მომავალი წლის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას სთხოვს;

„ახალციხის ციხე“ მერიას  სცენის შესაძენად თანხას  სთხოვს

“ახალციხის ციხის” ტერიტორიაზე ახალი, ასაწყობი სცენის შეძენისთვის თანხის გამოყოფა, რომელიც სავარაუდოდ 80 .000 ლარი ღირს, ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა მერიაში ქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს მოითხოვა.

„კულტურული ღონისძიებების გარეშე წარმოუდგენელია ეს ობიექტი. პრაქტიკულად სცენა ამორტიზებულია. ახალციხის ციხე საკუთარი ძალებით ასაწყობი სცენის შეძენას ვერ შეძლებს. ჩვენი დიდი სურვილია მომავალი წლის ბიუეჯტში ეს ყველაფერი იყოს ასახული“, – განაცხადა ზაზა თამარაშვილმა.

თამარაშვილის მოთხოვნა გააპროტესტა საკრებულოს დეპუტატმა მამუკა მიქელაძემ. მისი თქმით, თანხა რომელიც ასაწყობი სცენის შეძენისთვის უნდა გამოიყოს, სასურველია სპორტული სკოლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯოს.

“სცენა შეკეთდეს და თანხა თუ გვაქვს ის სპორტსკოლას მოხმარდეს. შესულხართ სპორსკოლაში რა ხდება?!“, – განაცხადა მამუკა მიქელაძემ.

ზაზა თამარაშვილის განმარტებით იმის გამო, რომ სცენა გადაუხურავია ხშირად მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადება ან გაუქმება უხდებათ.

ის, რომ სცენის შეძენისთვის თანხა სოლიდურია ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემაც აღნიშნა.

გაიწერება თუ არა თანხა 2017 წლის ბიუეჯტში 80.000–ლარიანი ასაწყობი სცენის შესაძენად ჯერ უცნობია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხისთვის მერია ასაწყობ სცენას ყიდულობს
ასპინძის მერია ასაწყობ სცენას ყიდულობს
თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა
„ახალციხის ციხის“ წლიური ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე
ადიგენში ‘ზარზმობისთვის’ ემზადებიან
მესხეთის თეატრში სცენის მოსაწყობად  გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება