FM97.5 / LIVE

„ახალციხის ციხის“ წლიური ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 29.09.2016
როგორი იყო ახალციხის ციხისთვის 2016 წლის ტურისტული სეზონი; ფული, რომელიც ციხის ბიუჯეტის ნაცვლად ახალციხის ბიუჯეტში შედის; დეპუტატების საყვედური ციხეს, სამუშაო საათების ადრე დასრულების გამო და მუზეუმი, რომელიც ჩივის, რომ მოგება მის ხარჯზეა და მასზე არაფერი ისახება.

„ახალციხის ციხის“ წლიური ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე

დღეს, 29 სექტემბერს, ახალციხის ციხის დირექტორმა, ზაზა თამარაშვილმა, რომელიც ამ პოზიციაზე 9 აგვისტოს დაინიშნა, ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს ტურისტული სეზონის შესახებ ანგარიში ჩააბარა და ობიექტის პრობლემებზე ისაუბრა.

ზაზა თამარაშვილმა წელს ციხეში შესულ ტურისტების რაოდენობასა და მიღებულ ფინანსებზე ისაუბრა. ასევე, დაასახელა ის რამდენიმე საკითხი, რაც მისი აზრით, ციხის ეფექტურად მუშაობისთვის, პირველ რიგში უნდა მოგვარდეს.

ციხის დირექტორის განმარტებით, პირველ რიგში მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურული მხარე, რისთვისაც საჭიროა 35 000 ლარი; საჭიროა, ციხეს ჰქონდეს დამოუკიდებელი წყალმომარაგების სისტემა; დაზიანებების გამო, უნდა შეიცვალოს საკონცერტო სცენა, ასაწყობი სცენით; აუცილებელია გიდების ოთახი ციხის ზედა ნაწილში, კარიბჭეზე მოეწყოს და ამავე ტერიტორიაზე დაემატოს კომერციული ობიექტები;
გარდა ამისა, ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ტურისტული ნაკადის სწორად ორგანიზებისათვის, ციხის ზედა ნაწილში, კიდევ ერთი სალარო და საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტი უნდა დაემატოს.

"იცით, რომ მთავარი ობიექტი ციხის ზედა ტერიტორიაზეა, ხოლო ტურისტები შედიან ქვედა ტერიტორიიდან. ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობებს. როცა ტურისტი მოდის დასათვალიერებლად, პირველ რიგში, უნდა დაათვალიეროს ობიექტი. მაგრამ ვფიქრობ, რომ არ უნდა მოიშალოს ქვედა სალაროც“, – განმარტა სხდომაზე ზაზა თამარაშვილმა.

გარდა ამისა, დირექტორის თქმით, კარგი იქნება, თუ თანხა, რომელსაც ციხე სხვადახვა ფართის გაქირავებიდან იღებს, ციხის ბიუჯეტში შევა: „ხელშეკრულებებს დებს ციხის ადმინისტრაცია და თანხა შედის ახალციხის მერიის ანგარიშზე. რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, იმაზე დაახლოებით 17 000 ლარით მეტია შემოსული. ამიტომ თხოვნით გვინდა შევიდეთ მერიაში, რომ მოხდეს ჩვენი ბიუჯეტის კორექტირება და ეს თანხა დაიხარჯოს ისევ ციხის განვითარებისათვის, თუ ეს შესაძლებებლია“.

ფინანსურმა საკითხმა ხმაური გამოიწვია. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ ახალციხის ციხეში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დროის მენეჯმენტია, – ტურისტები კომპლექსში შესვლას ვერ ასწრებენ, რადგან ციხე 19:00 საათზე იკეტება.

„იცით რამდენი ავტობუსი გადის უკან იმის გულისთვის, რომ ციხეს შვიდ საათზე კეტავთ?! აბა ამუშავეთ ერთხელ ცხრა საათამდე, როგორ იქნება. ფული ჩვენ კი არ უნდა დაგიმატოთ, აქეთ მოსატანია. მთელი ზაფხული ტურისტი ჩამოდის ახალციხეში, რჩება სასტუმროში, მაგრამ ციხეზე არ ადის, იმიტომ, რომ დაკეტილია. მიიღეთ სხვა ხალხი და დაამატეთ ორი საათი“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა კობა გელაშვილმა.

დროის გახანგრძლივებას დაეთანხმა ზაზა თამარაშვილი: ,,როდესაც შემდეგი წლის ბიუჯეტი შედგება, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გარკვეული თანხები საბონუსე სისტემისათვის. დამატებით როცა ავიყვანთ თანამშრომლებს, შეგვეძლოს, რომ ადამიანებს, რომლებიც დაკავებული იქნებიან იქ, ჰქოდეთ შესაბამისი ანაზღაურება“.

საკრებულოს სხოდმაზე იმყოფებოდა სამცხე–ჯავახეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ციური ლაფაჩიც. მან 2011 წლიდან, ციხის რეაბილიტაციის შემდეგ, მუზეუმში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. ციური ლაფაჩის თქმით, მუზეუმს ეფექტურად მუშაობისათვის საკმარისი ტერიტორია სჭირდება, რომელიც არ აქვს.

მისი თქმით, რეაბილიტაციამდე დაწესებულებაში 11 საგამოფენო დარბაზი იყო, ამ მასალების უმრავლესობა კი დღეს საცავებშია. ეს მაშინ, როცა ტურისტების დაინეტერსება ისტორიული მუზეუმით დიდია და სეზონზე ყოფილა დღე, როცა 3000 –4 000 ადამიანი მისულა მუზეუმში.

"ექსკურსია–მძღოლები იმდენად არიან დატვირთული, რომ აბსოლუტურად სწორი იქნება, თუ ზემოთ იქნება მათი ოთახი. გიდი ჯერ უნდა ჩამოვიდეს ქვედა განყოფილებაში, მერე უნდა ავიდეს და ამაში ეკარგება დრო. მუზეუმი არის გადატვრთული და როცა ვამბობთ, რომ არის მოგება და შემოსავალი, აი, ამ მუზეუმიდან არის ეს ყველაფერი. როდესაც ყიდულობს ტურისტი ბილეთს, ის, პირველ რიგში, მუზეუმს კითხულობს“, – ამბობს ციური ლაფაჩი და ამატებს,–"მუზეუმი იმ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, აღარ გვაქვს. გარდაიცვალა ძველი ციხე, გარდაიცვალა მუზეუმიც“.

გარდა პრობლემებისა, დეპუტატებმა და ციხის ადმინისტრაციამ ყურადღება ახალ პროექტზეც გაამახვილეს. იგი ახალციხის ციხის ენერგოეფექტურ განათებას გულისხმობს.

"140.000 ლარს იხდის წელიწადში ციხე განათებისათვის. ახლა მერიამ შეისყიდა პროექტი, რომელიც 55 ათასი ლარი დაჯდა, ამ თანხას ორი საერთაშორისო კომპანია ფარავს. პროექტის მიხედვით, მზის ენერგიის გამოყენებით, ელექტროენერგიის ხარჯი განულდება. 140 000 ლარი, რომელსაც ელექტროენერგიაში იხდიდა, დარჩება ციხეს და მოხმარდება მის კეთილდღეობას. რაც შეეხება დაფინანსებას, ციხე დოტაციაზეა, 200 000 ლარს იღებს, ჯერ არ ვიცით, დარჩება თუ არა იგივე თანხა“, – განაცხადა ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ახალციხის ციხე“ მერიას  სცენის შესაძენად თანხას  სთხოვს
ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა
ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება