FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში სცენის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

მთავარისაზოგადოება 22.02.2016
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობებს სპექტაკლის გამართვა ისევ იატაკაყრილ სცენაზე მოუწევთ. ტენდერი, რომელიც სცენის რეაბილიტაციის და გარე საკანალიზაციო ქსელის დაფარვის მიზნით გამოცხადდა, ჩავარდა.

მესხეთის თეატრში სცენის მოსაწყობად  გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

მესხეთის თეატრმა ტენდერი 15 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება დღეს, 22 თებერვალს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია.

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 20.8120 ლარზე იყო გამოცხადებული.

როდის გამოაცხადებენ ახალ ტენდერს, მესხეთის თეატრის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე პასუხი არ აქვთ. თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც სატენდერო კომისიის წევრებს შეხვდება.

„პირობებში წერია, რომ ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ კომპანებს, რომელთა ბრუნვა წელიწადში 100.000 ლარზე მეტია. ასევე, უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლის გამოცდილება. შესაძლებელია პირობები შევცვალოთ: თანხას დავუწევთ. ამის შემდეგ ისეთი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლის ბრუნა წელიწადში მაგალითად 80 ლარია, ან უფრო ნაკლები“.

შეგახსენებთ, რომ მესხეთის თეატრის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კულტურის სამინისტრომ 140 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ასრულებდა, იმის გამო, რომ აღნიშნულმა შპს–მ სცენაზე ხარისხიანი მასალა ვერ დააგო და სამუშაოებიც დროში გაიწელა, კომპანია დაჯარიმდა და ხელშეკრულებაც შეუწყდა. თეატრის ადმინისტრაციას იატაკის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადება ისევ მოუწია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ
როდის დაიწყება მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია
მესხეთის თეატრს მშენებელი კომპანია სასამართლოში უჩივის
მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის
მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს