FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 01.11.2018
ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განმარტებით, 2019 წელს სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მანამდე კი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მომზადდება.

ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ

როგორც ზაზა მელიქიძემ განაცხადა, სამუსიკო სკოლაში რემონტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გააკეთებენ. რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ჯერ უცნობია, მერი ამბობს, რომ ჯერ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მომზადდება, შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება.

"ქალაქში თუკი რაიმე გვაქვს მუსიკის კუთხით, ეს არის ანსამბლები თუ სხვადასხვა გუნდი, ყველაფერი აქ განთავსდება. შენობაში საკმარისი ფართი გვაქვს", – ამბობს მელიქიძე.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლა ორი შენობისაგან შედგება. შენობის ის ნაწილი, რომელსაც საუკუნენახევრის ისტორია აქვს, ამორტიზებული და სახიფათოა. 80-ანი წლების შემდეგ, როცა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა, სკოლაში რემონტი აღარ ჩატარებულა.

აღნიშნული შენობა, 1829–1833 წლებში აშენდა და ორბელიანებს ეკუთვნოდათ. 1913 წლიდან აქ ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ საქმიანობდა და წლების მანძილზე ინტელექტუალების თავშეყრის ადგილიც იყო.

1919 წელს შენობიდან ძვირფასეულობა და მდიდარი ბიბლიოთეკა გაიძარცვა. მას შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში შენობა გადაკეთდა და როგორც ისტორიკოსები გვიყვებიან, „ბლოკით მიაშენეს გვერდით ნაწილი, ამან კი სამწუხაროდ იერსახე დაუკარგა“.

ამ შენობაში წლებია ახალციხის სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა