FM97.5 / LIVE

შეძლებული ოჯახების მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს ისევ მიიღებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.11.2016
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივა, მომავალ წლებში, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და პირველი კლასელების კომპიუტერებით შეძლებულ ოჯახებს აღარ დახმარებოდნენ, მოწონება არ დაიმსახურა და შესაბამისად, სექტემბრიდან უფასო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს კვლავ ყველა მოსწავლე მიიღებს.

შეძლებული ოჯახების მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს ისევ მიიღებენ

”როგორც ჩანს, არავის მოეწონა ჩემი ეს მოსაზრება და ამიტომ ეს არ მოხდება, თანაც, ძალიან ცოტაა ასეთი ოჯახი. ეკონომიას ვერაფერს მივიღებთ და ტყუილა, შევაწუხებთ ხალხს”, - განმარტა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებენ და შესაბამისი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

ინიციატივა, სახელმძღვანელოები უფასო ყველასთვის არ ყოფილიყო, მინისტრმა აგვისტოში გააჟღერა.

”მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველ კლასელების კომპიუტერებით შესაძლოა აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, 40 000 ლარი ვთქვით ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მე მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ და საშუალება გვაქვს ჩემი, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმრთულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება”, - აცხადებდა ალექსანდრე ჯეჯელავა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა აღარ გადაეცეთ
უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’
ეთნიკური უმცირესობები უფასო სახელმძღვანელოების გარეშე არ დარჩებიან
მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება - განათლების მინისტრი
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან