FM97.5 / LIVE

,,მტკვარიჰესის“ მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.11.2016
,,მტკვარიჰესის“ მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს. ისინი სამუშაო პირობების შეცვლის მოთხოვნით გამოვიდნენ.

,,მტკვარიჰესის“ მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავთან, ,,მტკვარიჰესის“ სათავე ნაგებობის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დღეს, 2 ნოემბერს, დილიდან გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ.

მათივე თქმით, თავიდან ხელფასს დღიურად იღებდნენ, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი თანხა გამომუშავების მიხედვით აუნაზღაურდათ.

,,ხელფასს შესრულებულ სამუშაოზე გვიხდიან, ჯერ ერთი ინჟინერი მოდის და გვეუბნება ასეთი სისქის ალბმატურები გააკეთეთო, მერე მეორე მოდის და ცვლის ამ გადაწყვეტილებას. ამის გამო, ფაქტობრივად, სამუშაო ვეღარ სრულდება ბოლომდე და ხელფასიც არ გვაქვს. ველოდებით რას გადაწყვეტს ხელმძღვანელობა“ – აცხადებენ გაფიცული თანამშრომლები.

მათივე განმარტებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაუსაბუთებელი მიზეზით, კომპანიამ 50–მდე ადამიანი გაათავისუფლა.

ამ დრიოსათვის, აქციის მონაწილეები მშენებელი კომპანიის, ,,საქენერგორემონტის“ წარმომადგენლების მისვლას ელოდებიან. ადგილზე მუშაობს ,,სამხრეთის კარიბჭის“ კორესპონდენტიც.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ,,მტკვარიჰესის“ მშენებლობას კომპანია ,,საქენერგორემონტი“ 2016 წლის 17 მარტიდან ახორციელებს, პროექტი 2019 წელს დასრულდება.

პროექტის ღირებულება 33 200 000 დოლარია, მისი დამკვეთი კი შპს ,,მტკვარჰესი“.

[თინათინ ზაზაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ნიჯგორში  წყალსაქაჩის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
„მტკვარიჰესზე“ გაფიცული მუშები იურიდიულ დახმარებას ითხოვენ
"მტკვარიჰესზე" დასაქმებული მუშების პროტესტი გრძელდება
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
რატომ ვერ ღებულობენ ხელფასს საროში გაფიცული მუშები
საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ
ასპინძაში მუშები გაიფიცნენ