FM97.5 / LIVE

საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.05.2017
ხვალ, 18 მაისს დილიდან სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობაზე მუშები შესაძლოა ისევ გაიფიცონ.

საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ
სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობაზე გაფიცული მუშები კუთვნილი ხელფასის მიღების მოითხოვნით ისევ გაფიცვას აპირებენ.

„გვითხრეს, რომ დღეს მოგვცემენ მარტის ხელფასის ნახევარს. ნახევარს იმიტომ რომ 200 ლარი პირველად რომ გავიფიცეთ მაშინ მოგვცეს ავანსად. მაგრამ აპრილის ხელფასს როდის მივიღებთ არავინ გვეუბნება“, – ამბობს ერთ–ერთი მუშა ანზორ გიორგაძე.

როგორც მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, თუ დღეს 17 მაისს, მარტისა და აპრილის ხელფასს სრულად არ დაურიცხავენ, ხვალ დილიდან მუშაობას აღარ განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალზე დასაქმებული მუშები 11 მაისს გაიფიცნენ. მათი მოთხოვნა ორი თვის ხელფასის დარიცხვა იყო. პროტესტი მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა. დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან მიღებული დაპირების გამო, მუშებმა მუშაობა მეორე დღესვე განაახლეს, თუმცა მათ მხოლოდ 200–200 ლარი ავანსად მიიღეს.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს
საროში მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს
საროში მუშები ისევ გაიფიცნენ
საროში მუშები გაფიცვას აგრძელებენ
საროში გაფიცულებმა მუშაობა განაახლეს
საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება