FM97.5 / LIVE
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

მთავარიეკონომიკა 01.07.2014
1 ივლისს, ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ორი თვის სახელფასო დავალიანების გამო გაიფიცნენ.

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

დღეს, ახალქალაქში, რკინიგზის მშენებლობაზე, სამუშაო პროცესი დაახლოებით ოთხ საათს შეწყდა. აქ დასაქმებული 350-მდე ადამიანი ორი თვის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების გამო გაიფიცა.

„მაისის და ივნისის ხელფასები არ მიგვიღია, გვპირდებიან, რომ მოგვცემენ, მაგრამ როდის არ იციან“, - ამბობს მუშა ასლან გელაძე, რომელიც რკინიგზის მშენებლობაზე ოთხი თვეა რაც მუშაობს.

მისი თქმით, ხელფასი ყოველთვის იგვიანებს: „ახალი მოსული რომ ვიყავი, მაშინაც გაიფიცნენ თანამშრომლები იმის გამო, რომ ხელფასს არ აძლევდნენ“.

გელაძის განცხადებით, დღეს მშენებლობა არა ერთმა ადამიანმა მიატოვა: „ხელფასების გამო ბევრმა დატოვა პროექტი და წავიდა, ხალხს უჭირს, ბანკის ვალები აქვს“.

გარდა ხელფასების დაგვიანებისა, რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულების თქმით, აქ მათი შრომითი უფლებებიც ირღვევა.

„ხელშეკრულებით საღამოს 8 საათამდე ვმუშაობთ, მაგრამ ხანდახან ღამის 12-მდე ან დილის 6-მდე გვამუშავებენ. ამისთვის ხელფასს არავინ გვიმატებს. მაგრამ დამატებასაც ვინ ჩივის, რაც გაწერილია იმასაც არ გვაძლევენ“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა, რომელიც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვინაობას იმის გამო არ ამჟღავნებს, რომ სამსახურის დაკარგვის ეშინია.

მუშების განცხადებით, დღეს მათ ხელმძღვანელები, იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის 100%-ს მოითხოვდნენ, სამსახურიდან გაგდებით დაეუმქრნენ: „გვითხრეს 30%-ს დღესვე დაგირიცხავთ, დანარჩენი როდის იქნება არ ვიცითო“.

მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელფასების გაცემა დღეიდან დაიწყება.

„ამ პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება, მთლიან თანხას აუცილებლად მიიღებენ“, - ამბობს აზერბაიჯანული მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი აკბარ შირიმი.

ამ დროისთვის რკინიგზაზე მშენებლობის პროცესი აღდგენილია. მუშები იმედოვნებენ, რომ ხელფასის დარჩენილ ნაწილსაც მალე დაურიცხავენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
სოფელ ნიჯგორში  წყალსაქაჩის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ
,,მტკვარიჰესის“ მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
საროში მუშები ისევ გაიფიცნენ
გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს