FM97.5 / LIVE

არასამთავრობოების განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.10.2016
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალციხეში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტსა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, ასევე, ახალციხის კეთილმოწყოის სამსახურის ყოფილ უფროსს შორის მომხდარ ინციენტს ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას სწრაფად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი.

არასამთავრობოების განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით

ორგანიზაციების განცხადებას "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ"

"ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინცინდეტის გამო და მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობრივ ინციდენტში სავარაუდოდ გუბერნატორის მონაწილეობის საკითხი.

წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ძალადობრივი ინციდენტები უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ამგვარ მოქმედებებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 27 ოქტომბერს ურაველი-მუსხის გზაზე ადგილი ჰქონდა შესაძლო ძარცვისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებს. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი და პარტიის აქტივისტები მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას და ხვდებოდნენ მოსახლეობას. წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, მოსახლეობასთან შესახვედრად გადაადგილებისას, „ენმ“-ს აქტივისტის ნ.ხ.-ს განცხადებით მათ თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი დაყვებოდა. აღნიშნული ნ.ხ.-მ დააფიქსირა ვიდეოკამერის მეშვეობით, რის შემდეგაც ნ.ხ.-ს მანქანას, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მანქანა წამოეწია. მანქანიდან "კეთილმოწყობის სამსახურის" ყოფილი უფროსი გიორგი ბალიაშვილი გადმოვიდა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაიღო.

მოგვიანებით, როგორც „ენმ“-ს აქტივისტი აღნიშნავს, სოფლიდან დაბრუნებისას ურაველის გზაზე გუბერნატორმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ბრალდებებს უარყოფს. მომდარს უარყოფს გიორგი ბალიაშვილიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძარცვა).

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყურადღება არა მხოლოდ ნივთის (ვიდეოკამერის) აშკარა დაუფლებაზე უნდა გაამახვილოს, არამედ, შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტებზეც. კერძოდ, დაზარალებულის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში „ენმ“-ს მაჟორიტარობის კანდიდატი აწარმოებდა წინასაარჩევნო კამპანიას და „ენმ“-ს აქტივისტებისადმი ძალადობრივ ფაქტებს ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამანიის ღონისძიებებთან კავშირში.

მნიშვნელოვანია, რომ შეფასების გარეშე არ დარჩეს შესაძლო ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტები. დაზარალებულის მიერ აღწერილი ქმედება და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებსაც. აღნიშნული დანაშაული გულისხმობს: „წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარას“.

გარდა ამისა, ნ.ხ.-ს ინფორმაციით, ამავე პერიოდში მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც ის საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან გათავისუფლება, პოლიტიკურ (წინასაარჩევნო) საქმიანობაში ხელის შეშლა და მსგავსი ფაქტები.

აღნიშნულზე მნიშვნელოვანია სწრაფი და მიუკერძოებელი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინცინდენტი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა", – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ შემდეგ ორგანიზაციები:


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სახალხო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
ენმ-სა და გუბერნატორს შორის მომხდარ ინციდენტზე დაზარალებული დაკითხეს
,ოცნება’ ცდილობს საარჩევნოდ გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი – ISFED
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
ომბუდსმენი: 'ახალქალაქში ძალადობის ჩამდენების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს'
ISFD: შეწყვიტეთ რიტორიკა სამოქალაქო ომისა და ძალადობის პროპაგანდაზე