FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტში სახნავი მიწების აღრიცხვა დასრულდა

მთავარიეკონომიკა 04.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახნავი მიწების მფლობელებისა და მოსარგეებლების აღწერა დღეს დასრულდა

მუნიციპალიტეტში სახნავი მიწების აღრიცხვა დასრულდა
სახნავი მიწების აღწერა სამი კატეგორიის მიხედვით მოხდა. სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს და ჰექტარი და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს, პირველი კატეგორია მიენიჭა. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მას მოსახლეობის ის ნაწილი განეკუთვნება, რომელიც 75 მეასედ მიწის ნაკვეთს ფლობს.

”მეორე კატეგორიაში ის მოსახლეობა შედის, რომელი ქალაქში ცხოვრობს და სოფელში მცირე მიწის ნაკვეთებით სარგებლობს. მოსახლეობა ძირითადად ორ კატეგორიად იყო დაყოფილი, მაგრამ მერე რატომღაც მოხდა მესამე კატეგორიის დამატებაც, სადაც იგულისხმება ის ოჯახები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ გარკვეული ტერიტორია სოფელშიც აქვთ და არ უნდათ ამის დაკარგვა”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების თქმით, სახნავი მიწების აღრიცხვა თითქმის ყველა სოფელში დასრულდა. პრობლემას მხოლოდ მესამე კატეგორიის მოსახლეობა წარმოადგენს, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.

”დღეს ჩაბარდება ყველა საბუთი და გადაეგზავნება ინფორმაცია სამინისტროს. მესამე კატეგორია ჩემთანაც დარჩენილია, მაგრამ ეს ძირითადად ის ხალხია, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობს ვალეში”, - ამბობს ვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურა ნასყიდაშვილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახნავი მიწების აღრიცხვის შემდეგ მიწის გაკვეული რაოდენობის უფასოდ მოხვნა დაიწყება.

”პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა ითვალისწინებს სახნავი მიწების დამუშავებას, რაც გულისხმობს პირველად დამუშავებას, ანუ ეს არის საგაზაფხულო ხვნები, კულტივაცია, დათესვამდე მიყვანა და სასუქით უზრუნველყოფა”, - განმარტავს ხითარიშვილი.

მისივე თქმით, ის ოჯახები, რომელბიც ქალაქში ცხოვრობენ, სოფელში კი საკუთარი სახლი აქვთ და არ გააჩნიათ სახნავი მიწა, აღნიშნულ დახმარებას ვერ მიიღებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სახნავი მიწების აღრიცხვა დაიწყო
მიწების დასარეგისტრირებლად ვადა გახანგრძლივდა
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

ბოლაჯურში მიწების დასაბრუნებლად ხელმოწერები გროვდება
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ბესიკ ხითარიშვილი: მოსახლეობის ალბათ 90 პროცენტი დაუსაქმებელია