FM97.5 / LIVE

ახალციხეში სახნავი მიწების აღრიცხვა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 30.01.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მათ ტერიტორაზე არსებული მიწების მფლობელების ან მოსარგებლეების აღრიცხვა დაიწყო

ახალციხეში სახნავი მიწების აღრიცხვა დაიწყო
გამგეობაში ამბობენ, რომ სამზადისი წინასწარ დაიწყეს, რადგან საგაზაფხულო სამუშაოების დროს, არცერთი გლეხის მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.

- ”სიები გადმოგვეცა. დავდივართ სოფლებში და ჩვენ თვითონ ვიწერთ, რამდენი აქვთ სახნავი და რამდენი ხეხილის ბაღები. გარდა ამისა, საჭიროა მიწის მესაკუთრის პირადი ნომერი და დაბადების წელი”, - ამბობს აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე.

გამგეობაში ამბობენ, რომ რამდენი მეასედის მოხვნა შეეძლება უფასოდ თითოეულ ოჯახს ჯერ არ იციან.

- ”ამ კვირაში მოგვაწვდიან იმ ზღვრებს, რომლის საშუალებითაც იხელმძღვენელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო”, - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ხითარიშვილმა.

გამგეობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საჭიროა აღდგეს მიწათმომწყობის სამსახური, რათა შემდგომში არ აღმოვჩნდეთ იმ მწარე რეალობის წინაშე რაშიც დღეს ვართ.

- ”არ ვიცით, სად გადის ტერიტორიულ ორგანოებს შორის ზღვარი, არ ვიცით ვის რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს და აქედან რამდენს ამუშავებს. ჩვენ თავიდან ვიწებთ ამ სამსახურის საქმის კეთებას. ჯობია აღდგეს ის სამსახური რომლის პირდაპირი მოვალეობაა იმ ნახაზების შედგენა, რასაც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები აკეთებენ”, - განაცხადა ხითარიშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიიის წინასაარჩევნო დაპირება, სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშეწყობის მილიარდიანი პროგრამა გაზაფხულიდან ამოქმედდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტში სახნავი მიწების აღრიცხვა დასრულდა
მიწების დასარეგისტრირებლად ვადა გახანგრძლივდა

რატომ მოსთხოვა გამგებელმა რწმუნებულებს მოხსენებითი ბარათების დაწერა
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამები“ სრულდება
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს