FM97.5 / LIVE

საგანგებო: სახანძრო ტექნიკის განაწილებისას სამცხე–ჯავახეთი პრიორიტეტი იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.09.2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის საწინააღმდეგო ახალი ტექნიკა შეიძინა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამცხე–ჯავახეთი ტყეებში გაჩენილი ხანძრის თვალსაზრისით რისკის შემცველ რეგიონად მიიჩნევა და ამიტომ მანქანების განაწილებისას ის პრიორიტეტი იქნება.

საგანგებო: სახანძრო ტექნიკის განაწილებისას სამცხე–ჯავახეთი პრიორიტეტი იქნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა და უახლოეს დღეებში სამცხე–ჯავახეთს ორ, ან სამ სახანძრო მანქანას გადასცემს: „ჩვენ გვაქვს უკვე მიღებული ექვსი მანქანა, უახლოეს ორ კვირაში კიდევ 14 მანქანა უნდა შემოვიდეს და გადავანაწილებთ მათ რეგიონებში. ბუნებრივია, სახანძრო მანქანებს მიიღებს სამცხე–ჯავახეთიც“, – განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფრომაციით, დამატებით კიდევ 20 წყალმზიდის შეძენა იგეგმება. მათ შორის, ასევე სამი ერთეული, სამცხე–ჯავახეთს გადაეცემა. გარდა ამისა, დღეს, 6 სექტემბერს, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული კომპანია 20 მაღალი გამავლობის პიკაპს სამაშველო ჯგუფებისთვის შეიძენს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი ტექნიკა საბჭოთა დროინდელ მანქანებს ჩაანაცვლებს.

სამცხე–ჯავახეთში სულ 160 მეხანძრე–მაშველია და რეგიონის მასშტაბით 18 სახანძრო მანქანა ირიცხება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ილია თავთეთრიშვილი ამბობს, მათ შორის ყველა საბჭოთა პერიოდისაა: ეს მანქანები ძირითადად 1980–იან წლებშია გამოშვებული და მოძველებულია, მაგრამ მაინც ვახერხებთ ხოლმე ხანძართან გამკლავებას“.

თავთეთრიშვილის თქმით, ახალი ტექნიკა რეგიონში 10 დღეში ჩამოვა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"რენოს" მარკის სახანძრო მანქანა სამცხე–ჯავახეთს
ბორჯომსა და აბასთუმანს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა
საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება
ბაკურიანს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
სოფელ პამაჯში სამი სახლი იწვის