FM97.5 / LIVE

რატომ იყო დაკეტილი N9 ვალის საარჩევნო უბანი

მთავარიარჩევნები 27.05.2014
N37 ახალციხის საარჩევნო ოლქის N9 ვალის უბანი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. საუბნო საარჩევნო კომისიაში ამ ფაქტს გაუგებრობით ხსნიან.

რატომ იყო დაკეტილი N9 ვალის საარჩევნო უბანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით 37 ახალციხის საარჩევნო ოლქის N09 ვალის უბანზე დარღვევა დაფიქსირდა.

„დღეს დილიდან ვალის N9 უბანი დაკეტილია, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია“, – წერია „ახალციხე ენმ“–ს ფეისბუქის გვერდზე.

აღნიშნულის შესახებ 37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინფორმაცია აქვთ. კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის თქმით, ვალეში მობილური ჯგუფი უკვე გავიდა.

N9 ვალის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სიმონ გიორგაძე ამ ფაქტს გაუგებრობით ხსნის. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განმარტავს ამ ეტაპზე უბანი გახსნილია.

„აქ უბრალოდ გაუგებრობა მოხდა, შესვენებაზე გავიდა ადამიანი და გასაღები არ დატოვა, სანამ მეორე მოვიდა გასაღები არ ჰქონდა. დაახლოებით ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში იყო დაკეტილი. ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია“, – განმარტავს სომინ გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვალეში ოთხი უბანი გაიხსნა. N9 საარჩევნო უბანი თამარაშვილის, ბარათაშვილის, ბარათაშვილის შესახვევის, გოგებაშვილის, მანველიშვილისა და თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლებისთვის, სასოფლო კლუბის შენობაშია განთავსებული.

რატომ იყო დაკეტილი N9 ვალის საარჩევნო უბანი

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში 4 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
ბორჯომში 30-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა
ბორჯომში 30-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა