FM97.5 / LIVE

ენმ ახალციხე: სამცხე–ჯავახეთიდან თბილისში 2 000–მდე მხარდამჭერი გაემგზავრა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 05.10.2016
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის განმარტებით, დღეს, თბილისში, წინასაარჩევნო შევედრაზე, სამცხე–ჯავახეთიდან 2000–მდე ადამიანი გაემგზავრა.

ენმ ახალციხე: სამცხე–ჯავახეთიდან თბილისში 2 000–მდე მხარდამჭერი გაემგზავრა

„ნაციონალური ოძრაობის“ მხარდამჭერთა კოლონები ახალციხიდან დილით, 11:20 საათზე დაიძრა. პარტიის შემაჯამებელ შეკრებაზე ადგილობრივები, ახალციხიდა დაახლოებით 50–მდე ავტომანქანით წავიდნენ. აქტივისტები დედაქალაქში საქართველოს ეროვნული და ევროკავშირის დროშებით, ასევე 5–ნომრიანი პოსტერებითა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პლაკატებით გაემგზავრნენ.

„მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის მხარდამჭერი. ადამიანებმა კარგად უნდა იცხოვრონ და ეს კარგად ცხოვრება „ქართულ ოცნებაში“ არ გამოჩნდა. მათ ოთხი წელი იმუშავეს და ადამიანი ადამიანს გადაკიდეს“, – ამბობს ახალციხის მცხოვრები გიორგი კეთილაძე.
არჩევნებში გამარჯვების მოლოდინით წავიდა შეკრებაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ტარიელ ტაბატაძე.

,,საქართველოს მომავალი კეთილდღეობისათვის მივდივართ. რაც მოგვატყუეს და ჩაძირეს ხალხი, ის უნდა ამოვატივტივოთ. უამრავი ხალხი იქნება დღეს მხარდამჭერები. მოლოდინი გვაქვს, რომ 100 %–ით გავიმარჯვებთ“ – ამბობს დეპუტატი ტარიელ ტაბატაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხადამჭერთა შემაჯამებელ შეკრებაზე მანქანების კოლონები სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან წავიდა. პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ რეგონიდან 2 000–მდე მხარდამჭერი გაემგზავრა, თუმცა შესაძლებელი იყო უფრო მეტი ადამიანის წასვლა: „უბრალოდ ცოტა შეზღუდული იყო ტრანსპორტი. ორგანიზებაში ოფისიც დაეხმარა და ასევე ჩვენი მეგობრები მოვიდნენ მანქანებით, რომ მსურველები წაეყვანათ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დღეს შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში, "ვარდების მოედანზე“ 16:00 საათზე გამართავენ. შეკრებილებს სიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ. რის შემდეგაც „ვარდების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გაიმართება და იგი პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისში 'ნაციონალური მოძრაობის' შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება
'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
საპროტესტო აქციას ახალციხიდან ‘ნაციონალები’ უერთდებიან