FM97.5 / LIVE

წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს ხსნის, მუშებს კი ჯერ ხელფასები არ აუღიათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2016
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანიამ ხელფასი არ დაურიცხა. მშენებლობაზე დასაქმებულები გამომუშავებული თანხის აღებას ითხოვენ.

წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს ხსნის, მუშებს კი ჯერ ხელფასები არ აუღიათ

დავით ახალკაცი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე რვა დღის განმავლობაში მუშაობდა, როგორც იგი ამბობს „პრარაბმა“ კუთვნილი 250 ლარი არ გადაუხადა.

„ჯერ გვითხრეს 12 სექტემბერს მოგცემთ, მერე 15–შიო, წინა კვირაშიც დაგვპირდნენ, მაგრამ არ გადაგვიხადეს. დღეს მინისტრი მოდის, სამუშაოები დასრულდა, უნდა ვუთხრათ, რომ დღის ბოლომდე გადაგვიხადონ“, – ამბობს დავით ახალკაცი.

მისი თქმით, მსგავს სიტუაციაში კიდევ სამი ადამიანია.

სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი ბოჩიკაშვილი ადასტურებს, რომ მუშებზე გასაცემი ხელფასი ნამდვილად აქვს, თუმცა მათი რაოდენობა დიდი არაა.

„ჩაბარდა ობიექტი. სამუშაოს შესრულების მიხედვით გვიხდიან თანხას. კერძო ხომ არ არის, ამოვიღო ჯიბიდან და მივცე. თვის ბოლოს ვრიცხავთ ხელფასს. დავალიანებას არასოდეს ვიტოვებთ“, – ამბობს გიორგი ბოჩიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხუთი თვის წინ დაიწყო და ახლა დასრულდა. ახლადაშენებულ ცენტრს დღეს, 26 სექტემბერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.

ვალის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ 200 დასახელების მომსახურებით ისარგებლონ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თეა წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა
წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’
‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი
თეა წულუკიანი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა
საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ