FM97.5 / LIVE

წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2018
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, აწყურის ახლადგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ბევრი ისეთი სერვისია, რომელიც დიდ იუსტიციის სახლებში არ არის.

წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’

„სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს, დღეს 53–ე საზოგადოებრივი სახლი გავხსენით საქართველოს ისტორიულ, სიწმინდეების სოფელ აწყურში. სერვისები მოდის სოფლებში, რადგან გვინდა, რომ ის ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 9 ივლისს სოფელ აწყურში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ სახლში იქნება დარბაზი, სადაც ადგილობრივები ნერბისმიერ დროს შეკრებას და შეხვედრების გამართვას შეძლებენ.
18 წლის იაკობ არუთუნიანი, რომელიც საზოგადოებრივი სახლის პირველი მომხმარებელია ამბობს, რომ სოფელში საზოგადოებრივი სახლის გახსნის შემდეგ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ქალაქში წაუსვლელად მოაგვარებს: „ატესტატის ასაღებად მოვედი. მიხარია, რომ საბუთები რაც დამჭირდება, შევძლებ აქვე ავიღო“.
აწყურის საზოგადოებრივი ცენტრი სოფლისა და მის მიმდებარედ მცხოვრებ 4 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. აქ ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’

წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’

წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’

წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’


[ავთო ინასარიძე, აწყური]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
აწყურში  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა