FM97.5 / LIVE

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2016
დღეს, 26 სექტემბერს, ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ცენტრი 12 სოფლის 14.000 ათას მაცხოვრებელს მოემსახურება.

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ვალეში, რიგით 37-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივებს საჯარო სერვისებთან ერთად „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებასაც გაუწევს.

„ვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დღეიდან შეეძლებათ, ის მომსახურება მიიღონ, რასაც დიდ ქალაქებში იღებს მოქალაქე“, - განაცხადა, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, აქვე იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატაურა. შენობაში ბიბლიოთეკაც განთავსდა.

გარდა ამისა ვალის ახალ საზოგადოებრივ ცენტრში გამგებლის რწმუნებულის აპარატიც იმუშავებს.

„საჯარო და სამოქალაქო კუთხით 300-მდე სერვისი გვექნება, რითაც ადგილობრივებს მოვემსახურებით და ამისათვის 6 თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივები არიან“-, გვითხრა ვალის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერმა გიორგი ასპანიძემ.

მისივე თქმით, ცენტრით ვალე და მიმდებარე სოფლები: სხვილისი, წყალთბილა, ნაოხრები, აბათხევი, წინუბანი, ჯულღა, დიდი პამაჯი, პატარა პამაჯი, ორალი, ყულალისი, საძელი და ხაკი ისარგებლებენ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის მიზანს, იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფას წარნოადგენს, რომელიც რაიონიდან მოშორებით მდებარეობას ან საზღვრის პირა სოფელია.

საქართველოს რეგიონებში აღნიშნული ცენტრების მშენებლობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვალის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაში 445.000 ლარი დაიხარჯა.

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა
ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
თეა წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის
თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
აწყურში  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა