FM97.5 / LIVE

‘ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან’ – ‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 21.09.2016
„საქართველოს პარტიოტთა ალიანსმა“ ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ახალციხის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

‘ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან’ – ‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
„ქართულ ოცნებას“ ხალხისთვის წართმეული ქონება უნდა დაებრუნებინა. მათი არცერთი დაპირება არ შესრულებულა. გარდა ერთისა, ბიძინა ივანიშვილს 80 მილიონი რომ წაართვეს, ბანკის მანქანასთან ერთად, ის დაუბრუნეს“, – ამ სიტყვებით მიმართა თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ახალციხის მერობის კანდიდატმა ბესიკ ტაბატაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში უსამართლობა ისევ არის, „პატრიოტთა ალიანსი“ კი სამართლიანობის აღდგენას პირდება: „გარდა ამისა, ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამ გასვლით მათ ოფიციალურად დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია. 22 სექტემბრიდან კი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ადიგენში გაგრძელებენ. გარდა ამისა დარიგდება პლაკატები, ფლაერები და პარტიის გაზეთები.

დეპუტატობის კანდიდატი ირწმუნება, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი პარტია პირველ რიგში უმუშევრობისა და საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას დაიწყებს.

„კარგია, რომ ოპერაციას აფინანსებენ, მაგრამ რატომ მიგვყავს ადამიანი ოპერაციამდე, როცა შეიძლება დიაგნოსტიკის ჩატარება და გამოკვლევა?! ეს არ ფინანსდება, მოსახლეობას კი ძალიან უჭირს. უმუშევრებს უნდა დაენიშნოთ 200–ლარიანი დახმარება, თითო არასრულწლოვან შვილზე კი 50 ლარი დაემატოს. უნდა შეძლოს ეს სახელმწიფომ, ან დაასაქმოს. როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ თანხებს გაიღებს, უკვე იზრუნებს, რომ უმუშევრობაც შემცირდეს“, – ამბობს ნიკოლოზ ინასარიძე.

ადგილობრივები „პატრიოტთა ალიანსის“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ახალციხეში დაუსრულებელ და უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრნენ.

„მარტო სამი საათით მოდის, გვინდა მუდმივი წყალი. ცუდი ხარისხის ასფალტია დაგებული ტროტუარზე, ცოცხი ვერ მოგვისვია ძირს. სანიაღვრე არხები არ არის დახურული და არის საშიშროება ბავშვები ჩავარდნენ. უკეთესის იმედი გვაქვს, იმედია შეასრულებენ დანაპირებს“, – ამბობს თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კარინა აკოფოვა.

მერობის კანდიდატმა ბესიკ ტაბატაძემ მოსახლეობა სარჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა: „არ მიგატოვებთ გაჭირვებაში, ჩვენთვის არ არის პრიორიტეტი სკამი და სავარძელი. გვენდეთ ჩვენ, მოგვეცით ნდობის მანდატი“.

‘ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან’ – ‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

‘ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან’ – ‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

‘ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან’ – ‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

[თნათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა
"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი დაასახელა
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
ვინ არის ‘პატრიოტთა ალიანსის’ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში
'პატრიოტთა ალიანსმა' ახალქალაქში მერობის კანდიდატი წარადგინა
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან