FM97.5 / LIVE

უფასო სპეციალობები - ვინ შეიძლება დაზარალდეს?

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.01.2013
ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სწავლა უფასო ხდება. პედაგოგები ამბობენ, რომ ეს ინიციატივა მოთხოვნად და არამოთხოვნად ფაკულტეტებს დააბალანსებს და სწავლის შანნს ბევრ სტუდენტს მისცემს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ფასიანი ფაკულტეტები დაზარალდეს.

უფასო სპეციალობები - ვინ შეიძლება დაზარალდეს?
ეს მიმართულებები და სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებები, სპეციალობა - აგრონომია; განათლება, - განათლების მეცნიერებები; ინჟინერია , - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა; საბუნებისმეტტყველო მეცნიერებები, - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; სოციალური მეცნიერებები - ეკონომიკა; ჰუმანიტარული მეცნიერებები - არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია; მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები, - არქიტექტურა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის თქმით, დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებათა სტუდენტებს, სადაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და დაფინანსების რა შესაძლებლობებიც გამოიკვეთება სამინისტრო ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს.

აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ ეს ინიციატივა სწავლის შანსს ბევრ სტუდენტს აძლევს.

„როდესაც გავიგე, რომ შანსი გვეძლეოდა აბიტურიენტებს უფასოდ გვესწავლა 14 სპეციალობაზე ძალიან გამიხარდა, მაგრამ, სამწუხაროდ ამ სპეციალობებს შორის არ აღმოჩნდა ის ფაკულტეტი, რაზეც მე ვაბარებ, ბიზნესის ადმინისტრირება. მიმაჩნია, რომ მეტ აბიტურიენტს მიეცემა შანსი გახდეს სტუდენტი, განსაკუთრებით მათ, ვისაც სწავლის ფულის გადახდა უჭირთ, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნანა ყავრელიშვილი.

ეკა იაძე, რომელიც ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში სწავლობს, ბიოლოგიის სპეციალობაზე აბარებს: „რომ გავიგე ჩემს ფაკულტეტს დაფინანსება ეხებოდა, ძალიან გამიხარდა და უფრო დავრწმუნდი ჩემს გადაწყვეტილებაში, აზრს აღარ შევიცვლი. ვფიქრობ, რომ გამიმართლა”.

ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს არჩილ ჩხიტუნიძეს ჯერ არ გადაუწყვეტია რაზე ჩააბარებს. ამბობს რომ, მისი არჩევანი ფსიქოლოგიისკენ იხრება: ”მაგრამ მირჩევნია უპირატესობა მივანიჭო დაფინანსებულ ფაკულტეტს”.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია განსაზღვროს რა პროფესიის ხალხია ქვეყნისთვის საჭირო და გადაამზადოს. ამდენად, ბუნებრივია, რომ გარკვეული მიმართულებით სწავლა უფასო გახდა: ”ცხადია, ეს გამოიწვევს ახალი კადრების ზრდას, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ასეთი გადაწყვეტილებით დაბალანსდება მდგომარეობა და ის ფაკულტეტები, რომელზეც არ იყო მოთხოვნა, გაუთანაბრდება იმ პრიორიტეტულ ფაკულტეტებს, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო“.

ამ დარგების წინ წამოწევა რომ დროული იყო, ამაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაციც საუბრობს. მისი თქმით, ეს მოთხოვნად და არამოთხოვნად ფაკულტეტებს დააბალანსებს.

თამარაშვილისა და ახალკაცისგან განსხვავებით, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამით შესაძლოა ფასიანი ფაკულტეტები დაზარალდეს. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ეს იდეა დიდ ცვლილებას არ გამოიწვევს და ვისაც მყარად აქვს გადაწყვეტილი საკუთარი არჩევანი, აზრს არ შეიცვლის მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა ფაკულტეტზე სწავლა უფასოა.

”ვფიქრობ, რომ ვისაც გადაწვეტილი აქვს სამომავლო სპეციალობა, ისინი აზრს არ შეიცვლიან. ამაზე ისიც მოქმედებს, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი ემზადება უკვე იმ საგნებში, რაზეც უნდა ჩააბარონ”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მამისა დიაკონოვი.

ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ჩხაიძე კი ამბობს, რომ ამ 14 სპეციალობის დაფინანსებამ შეიძლება შეცვალოს მოთხოვნა სხვა სპეციალობებზე: ”დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტრო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და პრობლემები არ შეიქმნება სამომავლოდ. მე, როგორც სკოლის დირექტორი და მშობელი, მოხარული ვარ ამ სიახლით, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია და ერთ-ერთ იმ სპეციალობაზე აბარებს, სადაც მთლიანად ფინანსდება სწავლების ოთხი წელი”.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მერი სახამბერიძეს თქმით, ამ ინიციატივის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია: ”საინტერესო ინიცატივაა, ამით ბევრ აბიტურიენტს მიეცემა შანსი დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიას. ასევე, უფრო აქტუალური გახდება ის სპეციალობები, რომლებიც აქამდე ჩრდილში იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა. გამიხარდება ჩვენი უნივერსიტეტიც თუ მოხვდება ამ ჩამონათვალში. ზოგადად, ყველაფერს დრო გვიჩვენებს”.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით იმ სიაში, სადაც აღნიშნული სპეციალობები უფასო ხდება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ვერ მოხვდა: ”რამდენადაც ვიცი, ჩვენი დონის უნივერსიტეტებზე ჯერჯერობით მიმდინარეობს განხილვა. ვმუშაობთ, რომ დავაკმაყოფილოთ შესაბამისი კრიტერიუმები”.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია
რომელ სპეციალობებზე აცხადებს სამაგისტრო მიღებას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი
ადიგენელი აბიტურიენტების პრიორიტეტები
რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს